https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თაღლითობაში ბრალდებული მთავარი მოწმე და ბევრი თეთრი ძაფი კობალაძის საქმეში

13:03; 9.03.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კობალაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფიქსირებული ფულის გადაცემის კადრები ქრთამის აღებას არ ნიშნავს:

_ გელა ამბობს, რომ პირს, რომელსაც ფული გამოართვა, მისი ვალი ჰქონდა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ბრალდებულის ადვოკატი ხათუნა კეჭაყმაძე.

როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, პირი, რომელიც კობალაძეს თანხას აძლევს, სერგი ცინცაძეა. სუს-ის ინფორმაციით, იგი შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერია.

უწყების ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ,,ბჟუჟი“-ს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც, დღის წესრიგში დადგამასთან ხელშეკრულებებისშ ეწყვეტის საკითხი.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით.“

საქმის დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმე ძალიან მყარია, რასაც არ ეთანხმება კობალაძის ადვოკატი, რომელიც აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები ბევრია. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა არსებობს დოკუმენტი, რომელიც შპს „პირამიდამ“ ქალაქ ოზურგეთის მერია დაახლოებით ერთი თვის წინ გაუგზავნა და რომლის თანახმადაც, ცინცაძე მათი კომპანიის თანამშრომელი აღარ არის.

სერგი ცინცაძე, რომელიც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, კონტაქტზე არ გამოდის _ 7 მარტის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული ყველა ტელეფონის ნომერი გამორთულია.

თუმცა, მასზე ინტერნეტში ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი _ ამ ცნობებს ერთი რამ აერთიანებს _ შეუსრულებელი ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, მუშების და კომპანიების მიმართ არსებული ათი ათასობით ლარის დავალიანებები.

2013 წელს, სააგენტო „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა გაზეთ „ბათუმელების“ სტატია სათაურით _ „დიდი გადამგდები“ ანუ როგორ შენდება გზა“.

სტატია ეხება შპს „ჯი აი დი“-ს მიერ 747 473 ლარის ღირებულების ტენდერის მოგებას, რომლის მიხედვითაც ქედაში 805 მეტრი სიგრძის გზას უნდა გაკეთებულიყო.

გამოცემამ გაარკვია, რომ „ჯი აი დი“-მ ქვეკონტრაქტორად შპს „როუდი“ აიყვანა, რომელსაც იმ დროს სერგი ცინცაძე წარმოადგენდა. მოქალაქე გურამ დიასამიძე ჟურნალისტებთან ყვებოდა, რომ ივლისში „როუდის“ წარმომადგენლის, სერგი ცინცაძისგან კოკოტაურის ხიდისთვის ლითონის ჯებირების, ტროტუარის ნაწილის გამყოფი პარაპეტების, სანიაღვრე მილებისა და კიდევ რამდენიმე სახის მასალის დამზადებაზე ჯამში 85 ათასი ლარის დაკვეთა მიიღო, თუმცა, თანხის მიღება ვერ შეძლო.

დიასამიძის ბრალდებები უარყო ცინცაძემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხიდის ჯებირი და პარაპეტები კომპანია „ჯეო ტრეიდისგან“ იყიდა.

„სერგი ცინცაძეს კომპანია „ჯეოტრეიდი“ შემთხვევით არ უხსენებია. მან გურამ დიასამიძეს გადასცა დოკუმენტები, რითა ცირკვევა, რომ მოაჯირებისა და პარაპეტებისთვის „როუდიმ“ 70 ათასი ლარი ავანსის სახით გადაუხადა არა დიასამიძეს, არამედ – „ჯეოტრეიდს“, _ ნათქვამია „ბათუმელების“ სტატიაში.

 გურამ დიასამიძეს სწორედ ამ დოკუმენტის ნახვის შემდეგ გაუჩნდა განცდა, რომ ის „გადააგდეს“: „სულ არ ვიცი, ვინ არის „ჯეო ტრეიდი“. სერგი ცინცაძემ ეს ხალხი საქმეში იმისთვის შემოიყვანა, რომ ჩვენი ფული მიითვისონ“, _ ამბობს გამოცემასთან საუბარში დიასამიძე.

 გურამ დიასამიძე ყვება, რომ პირველი დაკვეთა სერგი ცინცაძისგან 2013 წლის ზაფხულში, გაცნობიდან სამ დღეში მიიღო:

„დამირეკა დამითხრა – დიდი ტენდერი მაქვს მოგებული, ქედაში გზა უნდა გავაკეთოო… ტროტუარის პარაპეტები, წყლის არხები და ხიდის რკინის მოაჯირები სჭირდებოდა. შევთანხმდით და ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში დავიწყემ ოაჯირების „სვარკვა“, გონიოში – პარაპეტები მოვჭერით. სულ 42-მა კაცმა ვიმუშავეთ. „რასტვორი“ პარაპეტებისთვის ხელვაჩაურის ქარხნიდან გამოვზიდე. ერთი ქარხნისთვის 18 ათასი ლარი მაქვს გადასახდელი, მეორისთვის _ 16 400, ცალკე მუშები მთხოვენ ფულს. დღე და ღამე, მშიერ–მწყურვალებმა ვიმუშავეთ. საქმის 80 პროცენტი რომ შევასრულეთ, მამუკას (გზის მშენებლობის ზედამხედველი) ვუთხარი, ხალხი ფულს მთხოვს და მომეცით,–მეთქი“.

მშენებლობის ზედამხედველმა მას აუხსნა, რომ სერგი ცინცაძე უკრაინიდან როცა დაბრუნდება, თანხას მაშინ აუნაზღაურებენ.

გურამ დიასამიძე ყვება, რომ უკრაინიდან ჩამოსულ სერგი ცინცაძეს გონიოში შეხვდა: „ვკითხე, ფული, –მეთქი. ვიღაც გია მომიყვანა და მითხრა, ამასთან გექნება საქმე, ფულს ეგ მოგცემსო. გავბრაზდი და შელაპარაკება მოგვივიდა. მითხრა, ხვალ მოგცემ 10 ათას ლარს, ოღონდ ამაღამ ერთი რეისი მაინც ამოიტანეთ, სამუშაოს შესრულება უნდა დავიწყოთო. ტრაილერი და „კამაზი“ვიქირავე და 90 ცალი პარაპეტი ავუტანე კოკოტაურზე“. 

მეორე დღეს გიამ, იგივე გია შარიქაძემ კომპანია „ჯეო ტრეიდიდან“, გურამ დიასამიძე კოკოტაურში დაიბარა: „თან ახლდა ერთი ბიჭი. სერგოს ნათესავია _ ძმაკაცობენ, თუ ფულებს აწერს, არვიცი. ხიდზე ვიყავით და იმან დაიწყო, რა არის ეს, ტო, რანაირი გაკეთებულიაო. ვიკამათეთ. ამ დროს „25-ე არხის“ მანქანამ ამოიარა. ოპერატორი ნაცნობი იყო და მკითხა, რამე ხომ არ მინდოდა. გიას თანმხლებმა – ტელევიზორში არ გამომაჩინოთ, ციხიდან ორი თვის წინ გამოვედიო და წავიდა. გიამ ფულზე უარი მითხრა“.

კომპანია „როუდის“ სამუშაოს მწარმოებელმა მამუკა გელაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხაზე და ვინ გაურიგდა გურამ დიასამიძეს. „ბათუმელები“ მამუკა გელაშვილს კოკოტაურში შეხვდა: „გურამ დიასამიძესთან მქონია შეხება. ვიცი, რომ აქ ჰყავდა თავისი ბრიგადა და მუშაობდნენ. ხიდის საგზაო ზღუდარები, ბეტონის მოაჯირები ამოიტანა და დაამონტაჟეს, მაგრამ არ ვიცი, საიდან მოიტანეს“. 

„როუდის“ პროექტის მენეჯერი სერგი ცინცაძე კი ამტკიცებდა, რომ გურამ დიასამიძე მის დაშანტაჟებას ცდილობდა: „გურამ დიასამიძესთან არავითარი საქმიანი დაკვეთა არ მქონია და თუ მას რაიმე პრობლემა აქვს, „ჯეოტრეიდთან“ გაარკვიოს. მე ავანსის სახით 70 ათასი ლარი გადახდილი მაქვს იმ საქმეში, რასაც გურამ დიასამიძე ამბობს, რომ მისი შესრულებულია. „ჯეოტრეიდმა“ გურამ დიასამიძეს დაუკვეთა თუ პეტრეს, ეს ჩემი გასარკვევი არ არის. ამბავში ყველაზე მეტად დაზარალებული მევ არ, ამიტომ შემაქვს სარჩელი „ჯეოტრეიდის“ წინააღმდეგ. ჩემი თანხით სამუშაოები არასწორადშ ეასრულა, ყადაღა უნდა დავადო და ჩემი თანხა დავიბრუნო. მე ერთსა და იმავე პროდუქციაში ორჯერ მიწევს თანხის გადახდა“. 

„სერგი ცინცაძე ამბობდა, რომ „გურამ დიასამიძის მხრიდან შანტაჟის თაობაზე“ პოლიციას აცნობა. მხარეები ქედის პოლიციაში დაკითხეს. შპს „ჯეო ტრეიდის“ წარმომადგენელიც იქ იყო, სამართალდამცავ ორგანოებთან „ჯეო ტრეიდის“ წარმომადგენელმა გურამს უთხრა, რომ ჩვენ აღნიშნულ თანხას გადაგიხდით, ოღონდ გამოასწორებ ამოტანილ პროდუქციასო. ეს პროდუქცია არის პარაპეტები, ბეტონი… იქ მოაჯირებია, რასაც გამოსწორება არ სჭირდება“, _ წერს „ბათუმელები“.

სერგი ცინცაძის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია იძებნება აჭარის ტელევიზიის არქივშიც. 2014 წლის 5 ნოემბერს მომზადებული სპეციალური სიუჟეტიდან ირკვევა, ცინცაძეს ბევრი ადამიანის ვალი ჰქონდა:

„ერთ დღეს, მოვიდა მთავარი ინჟინერი და მთხოვა, 5-6 თვის განმავლობაში, საკუთარი მუშებისათვის მეჭმევინებინა საჭმელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადავიხდიო და მეც დავთანხმდი ამ სიტყვიერ შეთანხმებაზე. დღეში სამჯერ, ასი კაცი იყო _ბრიგადა, ინჟინრები, მუშები. მე და ჩემი შვილი მივედით შემდეგ თანხის ასაღებად სერგისთან და იუარა, საერთოდ არ გვიჭამია საჭმელიო. ფაქტი სახეზეა, ხალხიც არ უარყოფს, მარა კაცი უარზეა, არაფერი არ მიჭამიაო“, _ ამბობს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ინდმეწარმე მიხეილ ბოლქვაძე.

 „საწყობის ფულია დარჩენილი 700 ლარამდე და კვების ფული _ 300 ლარამდე“, _ ყვება ერთ-ერთი ინდმეწარმე ჯამბულ შანიძე.

„რადგან მე სოფელ ფაღავების ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი, 800 კუბურიმეტრი „შებენი“ გადმოვზიდე. სესხად მივეცი სამშენებლო ცემენტი და „ხრეში“, ჯამში 3 200 ლარის. 14 ათასი ლარი არის „შებენის“, სამიათასორასი ლარი ნაღდი ფული, რომელიც მივეცი და არ დააბრუნა“, _ აღნიშნავს ინდმეწარმე სულუკო  გეგიძე.

„მოვიდა ბატონი სერგი. მთხოვა ხელშეკრულება გამიფორმე და ნისიად გამატანე ბენზინიო, დავემორჩილე. პირველი ჩამორიცხვა 5 ათასი ლარი გააკეთა, შემდეგ კი 14 ათასი ლარი წაიღო და სათავსოც მჭირდებაო და გამოვუნახე. ჩემი მეუღლე თავს ევლებოდა, თეთრეულსაც კი ურეცხავდა, იმის ცალკე 1 300 ლარი ვალი დარჩათ“, _ ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე ჯემალ ბერიძე.

როგორც გავარკვიეთ, დაზარალებულმა პირებმა პროკურატურას სარჩელით მიმართეს და ცინცაძეს ბრალი თაღლითობაში დასდეს, თუმცა, რა ეტაპზეა ამჟამად საქმე ჯერ უცნობია (მთავარ პროკურატურაში მთელი დღეა არკვევენ რა ბედი ეწია მოქალაქეების საჩივარს).

ამ პროცესების ფონზე კი ცინცაძემ ახალ კომპანიაში _ შპს „პირამიდაში“ დაიწყო მუშაობა ტექნიკურ ზედამხედველად. თუმცა, პრობლემები არ ამოწურულა. ლანჩხუთში, ოზურგეთში, ფოთში, თბილისში _ ამ კომპანიის მიერ დასაქმებული ადამიანები, რომელთა რიცხვი 50-ს აჭარბებს, რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ითხოვენ კუთვნილი ანაზღაურების მიღებას, რომელიც ამ ადამიანების თქმით, ცინცაძემ უნდა გადაიხადოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცინცაძე კონტაქტზე არ გამოდის. ქრთამის აღების ბრალდებულით დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე კი ამტკიცებს, რომ ცინცაძეს მისი ვალი ჰქონდა, რადგან წლების წინ მის საკუთრებაში არსებული კარიერიდან მასალები გაატანა და კუთვნილი ტექნიკაც მიაქირავა.

ის, რომ კობალაძე კარიერებს ნამდვილად ფლობდა, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა კახა გაგუამ, რომელსაც კობალაძემ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კომპანია გადაუფორმა.

გაგუა ამბობს, რომ ბიზნესის მართვაში არასდროს ჩარეული და მისთვის უცნობია, რა ურთიერთობა ჰქონდა ცინცაძესთან, თუმცა, როგორც კობალაძის ახლობლები ამბობენ, აუღებელი ვალის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ხშირად საუბრობდა.

ამ საქმეში იკვეთება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი _ სერგი ცინცაძე, როგორც პროკურატურის, ასევე სუს-ის და ანტიკორუფციული სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებში მოწმედ ხშირად გამოსულა. ჩვენი წყაროს თქმით, მისი დახმარებით აღნიშნულ სამსახურს რამდენიმე საქმე აქვს გახსნილი და მას, როგორც მოწმეს, ხშირად იყენებენ.

იგი ამ კონკრეტულ საქმეში მთავარი მოწმეა, რომელიც გამოძიებასთან 2 თვე თანამშრომლობდა და საუბრების ჩაწერებს ახორციელებდა. თუმცა, ის არ არის პიროვნება, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დაწყება სთხოვა _

სუს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 2017 წლის 23 იანვარს მოქალაქე გურამ მონიავამ მიმართა, რომელიც კომპანია „პირამიდას“ წარმომადგენელია. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები და საქმეში სერგი ცინცაძე ჩაერთო.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები მონიავასთანაც გადაგვემოწმებინა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ იგი ყოფილი პარლამენტარია _ 2004 წელს პარლამენტში „აღორძინების“ სიით მოხვდა. ამჟამად ბიზნესმენია და არა ერთ კომპანიას ფლობს.

კითხვები აღნიშნულ პირებთან გელა კობალაძის უფლებადამცველსაც აქვს _ ხათუნა კეჭაყმაძე ამბობს, რომ საქმეში ბევრი თეთრი ძაფია და გამოძიების პროცესში ბევრი რამ კიდევ გაირკვევა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ კობალაძის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.

საკრებულოს თავმჯდომარის უდანაშაულობაში საკრებულოს წევრებიც არიან დარწმუნებულნი. საგანგებო განცხადებაში, რომელიც მათ გაავრცელეს აღნიშნულია, რომ „არც ერთი თანამშრომელი, საკრებულოს არც ერთი წევრი არ უშვებს კობალაძის მიერ ქრთამის აღების თუნდაც თეორიულ შესაძლებლობას“:

„ქალაქ ოზურგეთის საკრებულო კოლეგიალური ორგანოა, სადაც დანარჩენი მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, არც ერთპ ოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია ხმათა უმრავლესობა. ყველა დეპუტატი თავისი მოსაზრებით და აზრთა გაცვლით იღებს ყველა კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამიტომ, გასათვალისწინებელია საკრებულოს წევრების მოსაზრება, ქ.ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძის შესახებ.

უპირველესად გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერები, კატეგორიულად არ ვიზიარებთ იმ ბრალეულობას ბატონ გელაკობალაძესთან დაკავშირებით, კერძოდ ქრთამის აღებას მის მიერ, არც იმ განცხადებას რაც მისი დაკავებისას გაჟღერდა.
ბატონი გელა კობალაძე, როგორც ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩევის დღიდან, მხოლოდ იმ საქმიანობით შემოიფარგლება, რაც მუნიციპალიტეტისი ნტერესებიდან და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. მან კარგად იცის მისი უფლებამოსილების შესახებ, ამიტომაც გამორიცხულია, დაპირება გაეცა იმ საკითხზე, რის გადაწყვეტასაც მისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებდა.

გელა კობალაძე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ყველა კოლეგასთან მიმართებაში გამოირჩევა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით და ურთიერთპატივისცემით. ამას ადასტურებს ყველა, ვისაც მასთან შეხება აქვს. 2014 წლიდან დღემდე, მისი ხელმძღვანელობით, საკრებულო არის მთლიანი, შეკრული, კოლეგიალური ორგანო, სადაც ერთმანეთის აზრს პატივსსცემენ და გადაწყვეტილებებსაც ურთიერთშეთანხმებით იღებენ. არცერთი თანამშრომელი, არც საკრებულოს წევრი არ უშვებს თუნდაც თეორიულ შესაძლებლობას, მის მიერ ქრთამის აღების შესახებ, რადგან კარგად ვიცნობთ მის პიროვნებას და მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში,საკრებულოს თავმჯდომარეობის გარდა ქველმოქმედებას ეწეოდა, ეხმარებოდა მატერიალურად, პირადი სახსრებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც მასთან დახმარების სათხოვნელად მიდიოდა.

ქ. ოზურგეთში ყველამ კარგად იცის გელა კობალაძე, როგორც ბიზნესმენი, ვიდრე იგი ,,ქართული ოცნების’’ სიით საკრებულოს წევრი გახდებოდა. ყველამ კარგად იცის მისი ფინანსური შესაძლებლობების შესახებ და ის, რომ არაფერში არ სჭირდებოდა გელა კობალაძეს კორუფციული გარიგებები, პირიქით, კვლავ ვიმეორებთ ზემოთ აღნიშნულს _ საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობდა მისი დახმარებით. მით უმეტეს, არ სჭირდებოდა გელა კობალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საკუთარი თავი სასწორზე დაედო და მისი პოლიტიკური კარიერა ამგვარად დაესრულებინა.

ჩვენი მედს ვიტოვებთ, მალე ყოველივეს ნათელი მოეფინება და ბატონი გელა კობალაძე დაუბრუნდება თავის საქმიანობას“, _ აღნიშნულია განცხადებაში.  

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მარიამ ჯაში განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და ბაღების ავტორიზაციაზე

ყელის ტკივილის განკურნების საუკეთესო მეთოდები

ყველა სიახლე

ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

როდიდან განახლდება თბილისი-ოზურგეთი-თბილისი და სხვა მატარებლების მიმოსვლა

19:48; 5.01.2026
პოლიტიკა

ვინ არიან სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები

18:08; 5.01.2026
საზოგადოება

“წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა”- რას წერს ინფექციონისტი

17:57; 5.01.2026
სამართალი

ბიძამ დისშვილი დაჭრა

17:41; 5.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16:09; 5.01.2026
სამართალი

ხობში ორი პირი დაჭრეს

13:53; 5.01.2026
პოლიტიკა

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის “აღიარების” გაუქმებაზე

13:32; 5.01.2026
საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5.01.2026
სამართალი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

12:15; 5.01.2026
ზაფრანი

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

9:46; 5.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო