გვიან ღამით, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
მოკლულია შუახნის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, იკითხებიან მოწმეები.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
1tv.ge