ჭინჭარს არაერთი სასარგებლო თვისება გააჩნია და მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია.
ჭინჭარი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, თუმცა ზოგჯერ ერთ წლიანებსაც შევხვდებით. ნედლეულად მხოლოდ მის ფოთლებსა და ღეროებს აგროვებენ ივნისისა და აგვისტოს თვეში, იმ პერიოდში, როდესაც ჭინჭარი ყვავის, რადგან ყვავილობის შემდეგ იგი სასარგებლო თვისებებს კარგავს. დამჭკნარი ჭინჭარი აღარ ისუსხება და ღეროდან მისი მოცილება ადვილად შეიძლება.
ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ასევე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს.
ჭინჭარს გამოიყენებენ ასევე თმის ცვენის საწინააღმდეგოდ:
1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 200 მლ (1ჩაის ჭიქა) წყალი, გააჩერეთ 1,5 საათი, გაწურეთ და შეიზილეთ ნაყენი ახლადდაბანილ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.
ჭინჭრის ნაყენს იყენებენ ასევე ფილტვების დაავადებისას, ანთებისას, კატარის და კუჭის წყლულის დროს, აგრეთვე როგორც პოლივიტამინურ და გამამაგრილებელ საშუალებას.




































































