მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისში მორიგი აქცია გამართეს.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.