თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებს კამერებით შესვლა დღესაც, უკვე მესამედ აუკრძალეს.
სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, „უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს არის შეზღუდვა. სასამართლოს შენობაში შემოვა მხოლოდ ის მედიასაშუალება, ვინც დაშვებული იქნება უშუალოდ პროცესის გაშუქებაზე. ამაზე მეტს, ვერაფერს ვერ გეტყვით“.
სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი გაიმართება, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის საქმეზე.
წყარო: მედიაჩეკერი
































































