თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, “ღვინის ქარხანაში” ხანძარია. ინფორმაციას ამის შესახებ პალიტრანიუსი ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი “ღვინის ქარხანაში” არსებული ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.
მათივე თქმით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.

































































