თბილისში, გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, _ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც პოსტის ქვეშ არსებული კომენტარებიდან ირკვევა, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
“2 ადამიანი იმყოფებოდა ლიფტში. მადლობა ღმერთს გადარჩნენ”. _ წერენ სოციალურ ქსელში.































































