ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. საქართველო 5 საუკეთესო ტურისტული მიმართულების სამოგზაურო სიაში პირველ ადგილას არის.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ თოვლით დაფარული კავკასიონის მთები შავ ზღვამდეა გადაჭიმული. თბილისი მოგზაურებს ატყვევებს ისტორიული არქიტექტურით, მრავალფეროვანი ბაზრებით, ხელოვნების შედევრებით. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ უძველეს მონასტრებს, გასინჯავთ საოცარ ღვინოს და გაიცნობთ სტუმართმოყვარე ხალხს“,-წერს The Times of India საქართველოს შესახებ.
საქართველოსთან გარდა გამოცემა მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს.