თელავში მათე დევიძის მხარდასაჭერად აქცია ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფ “დაიტოვეში” ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავში აქცია ხვალ 14 ივნისს თელავის თეატრთან 14 საათზეა ჩანიშნული.
ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ გუშინ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.