გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გრანტების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად”- SJC

18:07; 13.06.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გრანტების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად”,_ ამის შესახებ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

„ქართულ ოცნებას“ მორიგი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს „გრანტების შესახებ“ კანონში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს და ტოტალურს ხდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების კონტროლის ფარგლებს და ფორმებს. დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები “ქართული ოცნების” მთავრობას ამ ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსობრივი კონტროლის განუჭვრეტელ და შეუზღუდავ უფლებამოსილებებს ანიჭებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გაერთიანებების საქმიანობის გაგრძელებას. ეს საკანონმდებლო ცვლილება, გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავ სხვა კანონებთან ერთად, კლავს და ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ამით ახშობს დემოკრატიულ სივრცეებს და ქსელებს ჩვენს ქვეყანაში.

„გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 16 აპრილის შემდეგ, ერთ თვეში, 21 მაისს ისევ დააინიცირა. აღნიშნული ცვლილებების პროექტის საწყისი ვერსია მხოლოდ უცხოური გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაციების/სუბიექტების მიერ გრანტის გაცემაზე მთავრობის სავალდებულო თანხმობიდან გამონაკლისს აკონკრეტებდა და სახელობითად მიუთითებდა, რომ ეს ვალდებულება არ ვრცელდება, მათ შორის, „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს + (Erasmus +) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე“.  თუმცა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანამდე, კანონპროექტის თავდაპირველი შინაარსი და მოცულობა მოულოდნელად არსებითად შეიცვალა და მას უცხოური გრანტის გაცემაზე კონტროლის დამატებითი ბერკეტები დაემატა, რამაც კიდევ უფრო მკაცრად შეზღუდა უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობები ადგილობრივი გაერთიანებებისთვის.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად:

  • გრანტის ცნებაში ჩამოთვლილ მიზნობრიობას ემატება „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სფეროები;
  • იზრდება გრანტის გამცემი უცხოური აქტორების ჩამონათვალი და მას ემატება „სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია“;
  • იზრდება გრანტის განმარტების ჩამონათვალიც და გრანტად მიიჩნევა უცხოური გრანტების გამცემი სუბიექტების მიერ გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება „ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით“;
  • ზუსტდება გრანტის გაცემის წერილობითი საფუძვლები. კერძოდ, წერილობითი ხელშეკრულება – „განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია ერთი თუ რამდენიმე დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა“; ასევე ჩამონათვალს ემატება უცხოური გრანტის გამცემი სუბიექტის (დონორის) „წერილობითი გადაწყვეტილება“;
  • მთავრობის წინასწარ სავალდებულო თანხმობას დაქვემდებარებული გრანტების გამონაკლისებს ასევე ემატება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის უცხოური გრანტის გამცემი დონორის მიერ გრანტის გაცემაზე ვრცელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან/და მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესები;
  • ზუსტდება, რომ უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემაზე მთავრობასთან შეთანხმების წესს და პირობებს ადგენს თავად მთავრობა.

პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას “გრანტების შესახებ” კანონში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების სიხშირეს და დაჩქარებულ პროცედურებს, რომელიც სამოქალაქო, მედია, პროფკავშირულ, აკადემიურ, სათემო და სხვა ტიპის ათასობით გაერთიანებას სამართლებრივი განუსაზღვრელობის მდგომარეობაში აგდებს და მათ საქმიანობას ახალი და ახალი ტიპის შეზღუდვების რეჟიმში აქცევს. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი აჩვენებს,  რომ „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა პერმანენტულად მძიმდება და მისი მიზანია, კონტროლს მიღმა არ დარჩეს ამ ორგანიზაციების საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის რომელიმე სფერო და შინაარსი, მათ შორის ისეთიც, რომელიც  ორგანიზაციებისთვის ტექნიკური ხასიათის დახმარებას გულისხმობს.

გაერთიანებების საქმიანობის თვითნებური და არალეგიტიმური კონტროლის მიზანზე მიუთითებს კანონში ზოგადი ხასიათის, განუჭვრეტელი შინაარსი და სათანადო ობიექტური კრიტერიუმების არარსებობა, თუ რაზეა მთავრობის მიერ გრანტის გაცემაზე თანხმობა დამოკიდებული. ეს წესი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე ბლანკეტურ კონტროლს აწესებს და გაერთიანებებისა და მათი საქმიანობების თვითნებური სელექციისა და დასჯის მაღალ რისკებს ქმნის. თუკი ბოლო ინიცირებულ ცვლილებებამდე მთავრობის წინასწარ სავალდებულო თანხმობას საჭიროებდა საგრანტო ხელშეკრულებები, რომლებიც, როგორც წესი, საშუალო ან გრძელვადიან პროცესში კონკრეტული აქტივობების განხორციელებას ისახავდა მიზნად და მთავრობის თანხმობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთელს პერიოდზე და ყველა აქტივობაზე ვრცელდებოდა, ამჯერად უცხოური დონორის მიერ საგრანტო ხელშეკრულების მიღმა გაწეული თითოეული შინაარსობრივი თუ ტექნიკური დახმარება (თუნდაც ხანმოკლე და დროებითი) ექვემდებარება მთავრობის წინასწარ სავალდებულო თანხმობას. Ამ კუთხით სრულად გაურკვეველია, რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება მოიაზრებოდეს კანონის ქვეშ, მაგალითად კანონპროექტით განსაზღვრულ ახალ დათქმაში, რომ გრანტად მიიჩნევა უცხოური დონორის მიერ გრანტის მიმღებისთვის გაწეული „სხვა სახის დახმარება“, ან უშუალოდ საგრანტო ხელშეკრულების მიღმა რა მოიაზრება უცხოური გრანტის გამცემის „წერილობით გადაწყვეტილებაში“, როგორც მთავრობის სავალდებულო თანხმობის საფუძველში. ტერმინები “სხვა სახის დახმარება” და დონორის “წერილობითი გადაწყვეტილება” იმდენად ფართოა, რომ მისი ყველა ტიპის თანამშრომლობით ურთიერთობაზე გავრცელებას შეიძლება გულისხმობდეს და გარდა იმისა, რომ ტოტალური ტიპის კონტროლს ადგენს, ამგვარი სფეროების შეზღუდვა აშკარად არ თავსდება კანონის მიზნებსა და ფარგლებში. ამავდროულად, ამგვარი ფართო და ბუნდოვანი საფუძვლებით ორგანიზაციებისთვის ძალიან მაღალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს არღვევს.

ნიშანდობლივია, რომ ამ ტიპის უცხოური გრანტების გაცემაზე  თანხმობის გამცემ სუბიექტად კანონპროექტი მთავრობას მოიაზრებს, რაც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის, ანუ თვისებრივად თვითრეგულირებადი და ავტონომიური საქმიანობის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევის არაკონსტიტუციური მოწესრიგებაა. უფრო მეტიც, კანონის მიღებიდან 2 თვის თავზეც მთავრობას არ აქვს მიღებული კანონქვემდებარე აქტები, რომელიც თანხმობის მიღების კრიტერიუმებს, პროცედურებს და ვადებს გაწერდა და ეს სამოქალაქო ორგანიზაციების დიდ ნაწილს პრაქტიკულად ფინანსურ რესურსებზე წვდომის გარეშე ტოვებს.

გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი გაერთიანებების საქმიანობის გაგრძელებას, როგორც უცხოური გრანტების გამცემი სუბიექტებისთვის (დონორების), ისე გრანტის მიმღები ადგილობრივი ორგანიზაციებისთვისაც. საქართველოში, სადაც ეკონომიკა სუსტია და ღარიბი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პარტიული და ეკონომიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი წყარო იყო და რჩება. აღსანიშნავის, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მუშაობის მთელი რიგი სფეროები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, კულტურა სწორედ იგივე დონორი ორგანიზაციების მიერ იყო ფინანსურად და ტექნიკურად მხარდაჭერილი. შესაბამისად, ადგილობრივი გაერთიანებებისთვის დაფინანსების პროცედურების მთავრობის შიშველ პოლიტიკურ ნებაზე დაქვემდებარება ამ ორგანიზაციების ეკონომიკური განადგურების მიზანს ატარებს.   

ინიცირებული ცვლილებები აშკარად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კონვენციებით  გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას, რადგან ქმნის შეუზღუდავ ბარიერებსა და კონტროლს გაერთიანებების დაფინანსებისა და ფუნქციონირების ფუნდამენტურ პირობებზე. ამ ტიპის რეგულაციები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფუნდამენტურ პრინციპებს და საერთაშორისო რეკომენდაციებს, მათ შორის ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის სტანდარტებს, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებენ ხელი შეუწყოს, და არ შეაფერხოს, გაერთიანების თავისუფლებასა და მისი დაფინანსების ლეგიტიმურ წყაროებს.

გაერთიანების თავისუფლება პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატიის ქვაკუთხედია, რომელიც საფუძვლად უდევს სხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებების განხორციელებას. ვენეციის კომისიის არაერთ რეკომენდაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში. ისინი საშუალებას აძლევენ მოქალაქეებს გაერთიანდნენ გარკვეული მიზნების მისაღწევად ან/და გარკვეული დღის წესრიგის გასატარებლად. მათი საქმიანობის განხორციელებისას კი ისინი სარგებლობენ არამხოლოდ გაერთიანების, არამედ სხვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება თუ დისკრიმინაციისგან დაცვა. სახელმწიფოებს კი თავის მხრივ აკისრიათ შემხვედრი ვალდებულებები, რომ პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ ამ ორგანიზაციების მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებას.[1]

შესაბამისად, ამ უფლებების შეზღუდვისთვის ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი მკაცრ წინაპირობებს ითვალისწინებს. კერძოდ, ნებისმიერი მსგავსი სახის შეზღუდვის განმსაზღვრელი კანონი უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, მიისწრაფოდეს ამომწურავად ჩამოთვლილი ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც გულისხმობს „მწვავე სოციალური საჭიროების“ არსებობასა და თანაზომიერების პრინციპის დაცვას.[2] „გრანტების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები, „ქართული ოცნების მიერ“ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართული სხვა ბოლოდროინდელ ცვლილებებთან ერთად, ვერცერთ ზემოაღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებს. სუვერენიტეტის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით, „ქართული ოცნება“ რეალურად დემოკრატიის ფუნდამენტურ ქვაკუთხედებს აზიანებს შეუქცევადად თანაც ისე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისათვის თითქოსდა შექმნილ საფრთხეებს რეალისტურად ვერ და არ ასაბუთებს, შესაბამისად არ ჩანს ამ შეზღუდვების დადგენის „მწვავე სოციალური საჭიროებაც“.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დონეზე, ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ Rec(2007)14 რეკომენდაციის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება […] არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საჯარო ორგანოებიდან, არამედ ინსტიტუციური ან ინდივიდუალური დონორებისგან, სხვა სახელმწიფოებისგან ან მულტილატერალური სააგენტოებისგან, იმ პირობით, რომ მათზე გავრცელდება მხოლოდ ის საკანონმდებლო შეზღუდვები, რომლებიც ეხება საბაჟო კონტროლს, სავალუტო ოპერაციებს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას.

„გაერთიანებების უფლება, დაუბრკოლებლად მიიღონ ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსები როგორც შიდა, ისე უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყრელ ნაწილს და არსებითი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი გაერთიანების არსებობისა და ეფექტური საქმიანობისთვის.“ მართალია, ვენეციის კომისია დაეთანხმა იმას, რომ „უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებში გამართლებულია მაქსიმალური გამჭვირვალობის მოთხოვნა“ და რომ ზოგიერთი სახის გაერთიანებას – როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიას – შეიძლება აეკრძალოს უცხოური დაფინანსების მიღება, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესურსების მოძიების, მიღებისა და გამოყენების თავისუფლება, მათ შორის, უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან, გაერთიანების თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებული 11 სახელმძღვანელო პრინციპის შემადგენელი ნაწილია. 

შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების მიერ უცხოური დაფინანსების მიღება იმთავითვე არ შეიძლება გულისხმობდეს ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხის შექმნას და სახელმწიფოს სჭირდება, ინდივიდუალურ შემთხვევებში კონკრეტული საფრთხეებზე მითითება და მათი მტკიცება. ბლანკეტური კონტროლის არსებული მექანიზმები კი არ აკმაყოფილებს დამაჯერებლობის სტანდარტს. . დამატებით, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან ასევე ცხადია ისიც, რომ ინიცირებულ ცვლილებებს განჭვრეტადობის სერიოზული პრობლემები აქვს და „ოცნების“ მიერ განსაზღვრული მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებად ვერ ჩაითვლება, რამდენადაც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე ტოტალური კონტროლის დაწესებით, ის ამ საქმიანობის განხორციელებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ სუვერენიტეტის არგუმენტი, რომელსაც “ქართული ოცნება” უცხოური დაფინანსების რეგულირების გასამართლებლად იყენებს ეფუძნება სუვერენიტეტის მცდარ და ვიწრო ინტერპრეტაციას. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში სუვერენიტეტი აღიარებულია არა როგორც სახელმწიფოს შეუზღუდავი ავტონომიის გამართლება შინაგან საქმეთა ნებისმიერი სახის რეგულირებისთვის, არამედ როგორც უფლებამოსილება, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის – გამოხატვის, გაერთიანებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის უფლების რეალიზება. სუვერენიტეტის ცნების ამგვარი მცდარი პოლიტიზაცია ხშირად რუსეთის, ჩინეთისა და მსგავსი ავტორიტარული რეჟიმების დისკურსა და პოლიტიკაში გვხდება, რომლებიც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აღიქვამენ არა როგორც საზოგადოების ნაწილს, არამედ როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ განადგურებას ისახავენ მიზნად. ამიტომ ნიშანდობლივია, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის კანონების მიღება, სწორედ საგარეო პოლიტიკის შემობრუნების კვალდაკვალ ხდება და მისი ნაწილია. „ქართული ოცნების“ ახალ პოლიტიკაში საქართველოს ისტორიული  პარტნიორები ევრო-ატლანტიკური სივრციდან მტრები და საფრთხის მატარებლები ხდებიან და სწორედ მათგან იცავს სახელმწიფო სუვერენიტეტს. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონების მიღების დროს “ქართულ ოცნებას” არც ერთ საჯარო განცხადებაში არ უხსენებია რუსეთისა და სხვა მტრული ძალების გავლენების შეკავებისა და გამჭვირვალობის ინტერესის შესახებ.

საბოლოოდ, აშკარაა, რომ „გრანტების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები არ წარმოადგენს უბრალოდ ტექნიკურ საკანონმდებლო ცვლილებას, არამედ ფუნდამენტური უფლებების – გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, თანასწორობისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცის არსებობის, სისტემურ და მიზანმიმართულ წაშლას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიღებული სხვა მტრულ არა ერთ კანონთან ერთად,  მიზნად ისახავს კრიტიკული აზრისა და დამოუკიდებელი თვითორგანიზებული გაერთიანებების მტრად, საფრთხედ მონიშვნას და საბოლოოდ მის განადგურებას, რაც დემოკრატიის საბაზისო წესებზე დემონსტრაციული უარის თქმას და ქვეყანაში რუსული ტიპის ავტორიტარიზმის გაფორმების ღია მცდელობას ნიშნავს”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარგუს ცაჰკნა: შეშფოთებულები ვართ კანონებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატირას

14:29; 12 ივლისი, 2025
პოლიტიკა

რას აცხადებს 17 ქვეყანა საქართველოს შესახებ

10:59; 12 ივლისი, 2025
პოლიტიკა

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში _ ვინ რას ამბობს

10:36; 11 ივლისი, 2025
პოლიტიკა

“ინტაბუეთი და თბილისი უკვე ჩვენია, დანარჩენი სხვებმა გამოგლიჯეთ!”

10:33; 11 ივლისი, 2025
პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

17:58; 10 ივლისი, 2025

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ყვავილოვან კომბოსტოს

ყველა სიახლე

სამართალი

ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე _ დაღუპულია ბაიკერი

20:24; 12.07.2025
ზაფრანი

რატომ უნდა გაყინოთ ლიმონი

16:11; 12.07.2025
ზაფრანი

ბუნებრივი საშუალებები ორგანიზმში ბაქტერიების გასანადგურებლად

16:05; 12.07.2025
ზაფრანი

სტაფილო სიცოცხლეს ახანგრძლივებს

15:57; 12.07.2025
ზაფრანი

პროდუქტები, რომელიც კბილებს ყველაზე მეტად ვნებს

15:28; 12.07.2025
პოლიტიკა

მარგუს ცაჰკნა: შეშფოთებულები ვართ კანონებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატირას

14:29; 12.07.2025
მთავარი

“შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

13:55; 12.07.2025
საზოგადოება

გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა

13:08; 12.07.2025
საზოგადოება

“მოულოდნელია, თავზარდამცემია, როგორ ვერ გიმეტებ, გოგო” _ ჩოხატაურს კიდევ ერთი დიდებული ქალბატონი გამოაკლდა

12:19; 12.07.2025
სამართალი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

11:31; 12.07.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს 17 ქვეყანა საქართველოს შესახებ

10:59; 12.07.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

10:49; 12.07.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

10:40; 12.07.2025
სამართალი

მოზარდი 50-ზე მეტი ჭრილობით იპოვეს

10:08; 12.07.2025
საზოგადოება

„სავალალო სიტუაციაა განათლებაში, ქართველები საქართველოშიც ვეღარ უწევენ კონკურენციას უცხოელებს”

9:45; 12.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

13:02; 11.07.2025
0

“ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

10:01; 30.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო