ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ცილებს, მინერალურ მარილებსა და ნახშირწყლებს, მდიდარია პექტინებითა და ვიტამინებით, ნიკოტინის, მათ შორის ლიმონის, პანტოთენის, ვაშლის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავებით, თიამინით, პირიდოქსინით, რიბოფლავინით, რეტინოლითა და ბიოტინით, გაჯერებულია ფოსფორით, კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით.
ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.
ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ ჩ ვიტამინის სადღეღამისო დოზით. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, ასე რომ, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება მიირთვან მათ, ვისაც ზედმეტი წონა აშინებს. ყვავილოვანი კომბოსტო ადვილი მოსანელებელია, ამიტომ, როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, მოზრდილებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ საჭმლის მონელების დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პოდაგრა და სხვა.
ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარულად მიღება მინიმუმამდე ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მისი წვენი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტის, ბრონქიტის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ.