მსხალი დიდი რაოდენობით შეიცავს კაპილარების გამამაგრებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებები არა მარტო ცოცხალ მსხალს, არამედ ჩირსაც აქვს.
მსხლის ნაყოფი ახალი და გამშრალი შეიცავს: შაქრებს, A, B, C, P, PP ვიტამინებს, კაროტინს, ორგანულ მჟავეებს, ფიტოცინდებს, აზოტურ, მთრიმლავ, პექტინოვან, ნივთიერებებს, მიკროელემენტებს, განსაკუთრებით იოდს.
მსხლის წვენი კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც მუხლის არეში სერიოზული პრობლემები აქვს.
მართალია A და C ვიტამინის შემცველობით მსხალი ბევრად ჩამოუვარდება ვაშლსა და სტაფილოს, მაგრამ როგორც ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი B9) საბადო, ის შავ მოცხარზეც უკეთესია.
ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის წარმოქმნის პროცესისათვის და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოზარდების ორგანიზმში.
მსხალი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისათვის. შემცველი ანტიბიოტიკის – არბუტინის წყალობით, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.
მსხალი სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.