ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში, სტრესის მოსახსნელად ფერმაში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს.
სტრესთან ორიგინალური მეთოდით ბრძოლას მოქალაქეებს იორკშირში მდებარე ფერმის მფლობელები სთავაზობენ. საინტერესოა, რომ ეს თერაპია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ყველა ბილეთი ერთი თვით ადრე უკვე გაყიდულია. ფერმაში ოთხსაათიანი ვიზიტი 58 ევრო ღირს. ამ ფასში შედის ძროხების მოფერება, დავარცხნა, ასევე საგანმანათლებლო აქტივობები.