“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით, განაცხადა:
“საკონსტიტუციო სასამართლოს არც ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ჰყოფნის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს კონსტიტუციის სასარგებლოდ და გააუქმოს ანტიკონსტიტუციური რუსული კანონი და არც პიროვნული გამბედაობა, როგორც ჩანს, რომ მოსამართლეები ღიად დადგნენ კანონის ნათელ მხარეს , გააუქმონ რუსული კანონი, მაგრამ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკუთარი გადაწყვეტილებით გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეს, რადგან ხელისუფლების ცვლილებისთანავე, კოალიციური მთავრობა გააუქმებს რუსულ, ანტისახელმწიფოებრივ კანონს”.