ავღანეთში უკიდურესად შეჭირვებული ადამიანების რიცხვი მზარდია და ისინი მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ – ზოგიერთები სასიცოცხლო ორგანოებს ყიდიან. ადგილობრივებში დონორების მსურველთა რიცხვმა იმდენად მოიმატა, რომ თირკმლის გაყიდვის ფასი 5 000 ევროდან 1 700 ევრომდე დაეცა. ამ ტრაგიკულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დასავლეთის პროვინცია ჰერატში, ადამიანები, რომლებსაც საარსებოდ საჭირო სახსრები არ გააჩნიათ, თირკმელებს ყიდიან და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ. ქვეყნის ეკონომიკა ისედაც ეცემოდა, როცა თალიბანმა ძალაუფლება ხელში აშშ-სა და ნატოს ძალების ქაოსური გაყვანის ფონზე აიღო.
საერთაშორისო თანამეგობრობამ ავღანეთისთვის გამოყოფილი აქტივები, ჰუმანიტარული დახმარებები შეაჩერა, რადგან მათ თალიბანის მთავრობასთან მუშაობა სასტიკი რეპუტაციის გამო არ სურდათ. შედეგები დამანგრეველია ომის შედეგად დაზარალებული ქვეყნისთვის – უმუშევრობა და ეკონომიკური გამოწვევების ზრდა ყველაზე მეტად საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებს ურტყამს.
უროლოგმა და თირკმლის გადანერგვის ქირურგმა ექიმმა ნასირ აჰმადმა განაცხადა, რომ მან 2021 წელს თირკმლის გადანერგვის 85 ოპერაცია ჩაატარა.
მისი თქმით, თირკმლის დონორისა და მყიდველის ერთობლივი თანხმობით, თირკმლის სრული გადანერგვის ოპერაცია დაახლოებით 600,000 ავღანელმა მიიღო, რომლის ფასიც მაშინ 5,255 ევროდან – 800,000 ევრომდე მერყეობდა.
ამჟამად კი, სისხლის ჯგუფის მიხედვით, თირკმელი გაიაფდა, რადგან დონორების მსურველთა მიმართვიანობამ საგრძნობლად მოიმატა.
primetime.ge