https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თხილის ფასი და მცენარის ახალი პრობლემები _ რა ბედი ელის სამომავლოდ კულტურას?

10:41; 30.07.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

თხილის კულტურა, როგორც  მცენარე და მისი როლი გურიის  (და, არა მარტო გურიის) მოსახლეობის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ჩაის კულტურის ამოძირკვის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ეპოქაში არსებობის წყაროდ იქცა.

არაერთხელ ითქვა და დაიწერა, როგორ სტიქიურად დაიწყო ხალხმა თხილის კულტურის გაშენება, რაოდენ ეფექტური იყო მისი როლი საწყის ეტაპზე, შემდეგ ფასმა, წლების მიხედვით რყევა განიცადა  და დღემდე არასტაბილური მდგომარეობა გრძელდება. თუმცა, გარკვეული წლების განმავლობაში, მას სტაბილური ფასიც ჰქონდა და ხალხს თხილის სეზონის დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნდა.

თხილის ფასის ვარდნა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში დაიწყო. სახელმწიფომ თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გააგრძელა და ამისთვის ბიუჯეტიდან 233 მილიონი ლარი გამოიყო.  2024 წელს 21,5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2023 წელს 21 მილიონი ლარი დაიხარჯა.

როგორც ცნობილია, ეს სუბსიდია თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენადაა განსაზღვრული.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეის მდგომარეობით, თხილის კულტურას დაავადების ახალი პრობლემა _ მასობრივად ხმობის დაავადება მოეძალა. ადრე თუ იყო შემთხვევები, როცა ერთ ბუჩქზე ერთი ან რამდენიმე ღერო ხმებოდა, რაც კონკრეტული მავნებლის მიერ იყო გამოწვეული, ახლა მთლიანად ხმება მცენარე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებში განსაკუთრებით (მერია, ხვარბეთი, შრომა, ნატანები, კონჭკათი…) ზოგან თხილის  პლანტაციები მთლიანად ან სანახევროდ გახმა და პროცესი გრძელდება.

_ რას დაველოდოთ? ავდექი და მთლიანად ავჭერი. ყოველ წელს ხუთი–ექვსი ძირი მაინც  ხმება. მიზეზი ვერავინ გვითხრა. ჩვენ მაინც მავნებელ  ფაროსანას წინააღმდეგ  გახორციელებულ  ღონისძიებებს ვაბრალებთ _ წლების მანძილზე ამ შეწამვლებმა ასეთი ასახვა ჰპოვა თხილის კულტურაზე.  ფასი მაინც არ აქვს და…

ადრე თხილით ვცოცხლობდით, ზაფხულის მოსვლა გვიხაროდა _ იყო თხილის ჩხრიალი და ხალხი ნავაჭრით დატვირთული მიდიოდა შინ.

რაღაც მაქინაციებს სულ მიმართავდნენ თხილის რეალიზაციაზე მომუშავეები, სკოლის დაწყებისას თუ რომელიმე დღესასწაულის მოახლოებისას ფასს დაბლა სწევდნენ, თუმცა, ეს დიდად არ აისახებოდა ჩვენს ჯიბეზე, რადგან ფასი ჰქონდა თხილს, _ ამბობენ ჩვენთან საუბარში ნაცადი მეურნეები იასონ გაბედავა, ვაჟა სალუქვაძე, მზევინარ ღლონტი, ნინო კეჭაყმაძე და სხვები.

თხილის ამ დაავადებას ვერტიციოლიზურ ხმობას უწოდებენ, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში შეინიშნება და ძალიან გააქტიურებულია პროცესი. განსაკუთრებით, აქტიურდება ხმობა სწორედ ამ პერიოდში _ ზაფხულში. შეინიშნება არა მარტო გამხმარი, არამედ დამსკდარი ღეროები. მიუხედავად იმისა, რომ მეთხილე ფერმერებს ურჩევენ, ასეთი პროცესის დროს გამოჭრან გამხმარი ღეროები და დაწვან, ხოლო ფართობში  შეიტანონ სასუქი _ რკინის სულფატი, ხალხს უკვე ესეც არ სჯერა. დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ნამდვილი მიზეზი ვერავინ გაიგო ამ ხმობის და  რაკი აქტიურად ხმება, მთლიანად აჭრას ამჯობინებენ.

რა ხდება დღეს, 2025 წლის ზაფხულში, როცა უკვე თხილის ჩაბარება დაიწყო? დღეს ხდება ის, რომ თხილის ფასი ისე მაღალია, რაც ბოლო ხუთი წელია არ ყოფილა ამ პერიოდში.

ახლა ერთ კილოგრამ თხილს (28 ივლისის მდგომარეობით) 4,20 ლარად იბარებენ. ამ ფასით ახლა გურიაში აღფრთოვანებული არიან ადგილობრივი მცხოვრებლები და რაკი მოსავალიც უხვია წელს, უკვე აქტიურად დაიწყეს კრეფა ან მკრეფავთა ბრიგადების ძებნა.

_ როგორც ამბობენ, წელს თურქეთში თხილის მოსავალი მაქსიმალურად დაბალია. ის კი არა, როგორც სარწმუნო წყაროები ამბობენ, საერთოდ არ არის. უკვე გაზაფხულის დასაწყისიდანვე ამბობდნენ, რომ წელს თხილს მაღალი ფასი ექნებოდა. ამას დაემთხვა ისიც, რომ გურიაში ამ სეზონზე თხილის ძალიან კარგი მოსავალია. ვეძებთ მკრეფავთა ბრიგადებს, თუმცა,  ეს რა ფასები “სტყორცნეს“?! ოზურგეთში  დღიურად ერთი ადამიანი გასამრჯელოდ 70 ლარს ითხოვს! ხოლო თუ  კილოგრამობით მოკრეფაზე შეთანხმდებიან, კილოგრამში ერთ ლარს! ეს უკვე ადამიანის დახრჩობაა,  მაგრამ რა გინდა, რომ ქნა? ისევ  ნელ–ნელა მოკრიფო, სჯობს, თუ კარგად შეღობილი გაქვს პლანტაცია. თუ ჩამოიყრება, შეაგროვებ… მთავარია, შემოღობილში რომელიმე ცხოველმა არ შეაღწიოს და არ გაგინადგუროს, _ ამბობენ ჩვენთან საუბარში  ადგილობრივები: ეთერ ლომჯარია, ნუცა კალანდაძე, მზია ღლონტი და სხვები, ვისაც საკმაოდ დიდი ფართობები აქვთ.

ადგილობრივთა ეს ინფორმაცია კიდევ უფრო გაამყარა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა განცხადებამ, სადაც წერენ, რომ შექმნილია ბრიგადები თხილის მოსაკრეფად და ერთ მკრეფავზე სწორედ 70 ლარის გადახდას ითხოვენ. არის ცალკეული ფაქტები, როცა ვინმე ვინმეს ხათრით ცოტა ნაკლებ ფასად მოკრეფს, თუმცა, ასეთი ფაქტები საკმაოდ იშვიათია.

_ სამეგრელოში რომ მოვლილი აქვთ თხილის პლანტაციები და სამუშაო პროცესებს რომ ახორციელებენ, აქ ვერც დავიკვეხნით. ჰოდა, იქ არ სთხოვენ ხალხს ამდენს? რა უსაშველოა _ დრო იშოვეს, _ ამბობენ ოზურგეთში დილაადრიან სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც თხილის მოსაკრეფად დამხმარეებს ეძებენ.

ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, სამეგრელოში გაცილებით ნაკლებია მკრეფავთა ანაზღაურება და როგორც გურულები ამბობენ, “თხილის პატრონს ზეზეურად არ ახრჩობენ”.

“გვყავს თხილის მკრეფავთა ბრიგადა _ ერთ ადამიანზე 60 ლარი. ერთი კილოგრამი თხილის მოკრეფა _ 60 თეთრი” _ ვკითხულობთ  სამეგრელოს მეთხილე ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრის ფეისბუქგვერდზე. იქვე მითითებულია, რომ მკრეფავები დღეში ორჯერადი კვებითაც არიან  უზრუნველყოფილები.

გურული ფერმერების განაწყენება ასეთმა ინფორმაციებმა გამოიწვია, თუმცა, დღეისთვის სხვა, უფრო იაფი შეთავაზება არ ისმის.

ყველაზე მთავარი, რაც დღეს ხდება თხილის ირგვლივ, მისი ფასის უეცარი მატებაა. როგორც ვთქვით, ამას თურქეთში მცირე მოსავალს უკავშირებენ, თუმცა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო ისეთი პერიოდები, როცა აღნიშნულ ქვეყანაში, რომელიც თხილის ფასს აკონტროლებს მსოფლიო ბაზარზე, მკვეთრი სიცივეების გამო, მოსავალი არ იყო, ფასი კი, არ გაზრდილა. ამიტომ ბევრი ამ პროცესს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს.

_ ახლა ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა. მოახლოვდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამიტომ ასწიეს, მგონია, ფასი. ახლა იტყვით, არჩევნები წინა წლებშიც იყოო, მაგრამ ახლანდელი სპეციფიკურია. სწორედ ესაა საწყენი, როცა შესაძლებელია გლეხკაცისთვის ხელშეწყობა და მას გამუდმებით ამყოფებენ მოლოდინის რეჟიმში.

 თხილის დახმარების პროგრამა კი ხორციელდება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც წყალში გადაყრილს ჰგავს ეს დახმარება და იცით, რატომ? მაინც არ ჰყოფნის მიღებული დახმარება თხილის სრულ რეაბილიტაციას. 23 მილიონი ლარის სუბსიდია კი ისმის მჭექარედ, მაგრამ გადაანაწილე, აბა. ამბობენ, რომ ცოტა შენც გაისარჯეო. არაა ფულადი შემოსავლები, თორემ მშრომელ კაცს მათხოვრობა არ უყვარს. ასე ვთქვათ, “ქეში ფული” ნაკლებად აქვს. ამიტომ ვერ უყრის თავს საქმეს სრულფასოვნად. თვითღირებულებას რომ აანაზღაურებ, ხან იმასაც ვერ, ამას არ ჰქვია მყარი ეკონომიკური მდგომარეობა, _ამბობს ჩვენთან საუბარში გამოცდილი მეურნე ელდარ თავაძე.

_ რა ელის საბოლოოდ თხილის კულტურას? ვთქვათ, ყველაზე საიმედო პროგნოზით გაუმჯობესდა თხილის ფასი, რა ეშველება ახლა ასე აქტიურად მიმდინარე ხმობის პროცესს?

_ ეს რაღაც ახალი დაავადებაა, რომელიც ჯერ ვერავინ გაიგო, რა არის. კი თქვეს, რომ ლაბორატორიული დასკვნა უკვე ცნობილა, რომ მიკრობიოლოგიური გამოცდისას თხილის ნიმუშებში კიბოს გამომწვევი ფომოფსისი გამოვლინდა, თუმცა, ვფიქრობთ, ამას მარტო ამოძირკვა არ შველის. სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევით, ბუჩქს რომ ამოთხრი, მერე ორმოში უნდა გაატარო სანჰიგიენური ღონისძიება _ ამოწმინდო, დაამუშავო რაღაც ხსნარით, მგონი, ფორმალინით… ახლა ეს წყალხსნარი სანამ ვასხუროთ ან რამდენ ორმოში უნდა იხტუნაო? ან იცის ვინმემ, რომ ეს ნამდვილად შველის? რა ვიცი, რამდენმა გაატარა ეს ღონისძიება, მაგრამ თხილი ხმობას განაგრძობს… ამიტომ მივდექით და ავჭერით, _ ამბობენ ჩვენთან ქალა ქ ოზურგეთის მცხოვრებლები.

_ ქალაქში მაქვს თხილის ფართობი. 38 ბუჩქი დავთვალე წელს, რომელიც გამხმარია. რას ვუცადო? ვჭრი და რაღაც უნდა მოვიფიქრო, რა გავაშენო სამაგიეროდ, _ გვითხრა ზურაბ ვასაძემ, რომელიც ხან თავადაც მუშაობს თხილის მიღება-ჩაბარებაზე.

ჯერჯერობით, მაინც არ არსებობს თხილის გადასარჩენის მიმართულებით საიმედო რჩევა, რადგან საამისოდ  მითითებული აგროწესების დასაცავად ძალიან დიდი ხარჯებია გასაწევი, რომელიც, მიუხედავად სახელმწიფო დახმარებისა, გლეხკაცს არ აქვს. თან ყველა ამბობს, რომ დიდი გარანტია არც არსებობს, რომ ეს თხილს გადაარჩენს და, მათივე თქმით, მკითხაობას უფრო ჰგავს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

თხილი
გაზიარება57Tweet36Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

მერს _ 7 200 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს _ 6 500 ლარი

11:38; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

ზოგს ლანჩხუთის ცენტრი მოსწონს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ლანჩხუთი მარტო ცენტრი არაა

11:34; 22 იანვარი, 2026

საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული ნარკოტიკები - დაკავება თბილისის აეროპორტში

საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026
სამართალი

სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

12:36; 22.01.2026
მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

12:19; 22.01.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

11:50; 22.01.2026
საზოგადოება

მერს _ 7 200 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს _ 6 500 ლარი

11:38; 22.01.2026
საზოგადოება

ზოგს ლანჩხუთის ცენტრი მოსწონს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ლანჩხუთი მარტო ცენტრი არაა

11:34; 22.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

11:17; 22.01.2026
სამართალი

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა _ შსს

10:44; 22.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
ზაფრანი

ვინ არ გიღალატებს არასდროს 

10:30; 22.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების (ქალები) რეიტინგი საუკეთესოებიდან უარესებისკენ

10:28; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო