ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ რუსულ “სპორტ ექსპრესთან” ხვიჩა კვარაცხელიას “ოქროს ბურთის” მოგების შანსებზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ჩვენებური ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის თასიც აწია, Golden Ball-ის ტიტულსაც შეუძლია დაეუფლოს.
“ხვიჩას მიმდინარე სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. თუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა, მაშინ “ოქროს ბურთის” მფლობელიც შესაძლოა გახდეს!
თუ სეზონი კარგად დაასრულა, ვფიქრობ ამის რეალური შანსი ნამდვილად ექნება”, – თქვა ჯანაშიამ.
შეხსენებისთვის, კვარაცხელიას პსჟ დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “არსენალს” უმასპინძლებს.
წყარო: sportall.ge