ნატო გაზრდის სამშვიდობო ძალებს კოსოვოში, თუ მეზობელ სერბეთთან დაძაბულობის ესკალაცია მოხდება,_ თქვა ალიანსის ხელმძღვანელმა ოთხშაბათს, ევროკავშირის ხელშეწყობით დასავლეთ ბალკანელ მეზობლებს შორის მოლაპარაკებების წინა დღეს.
„ახლა ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მისია, სამხედრო ყოფნა კოსოვოში 4000-მდე ჯარისკაცით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
“თუ საჭირო იქნება, ჩვენ გადავიყვანთ ძალებს, განვათავსებთ იქ, სადაც საჭიროა და გავზრდით ჩვენს ყოფნას. ჩვენ უკვე გავზარდეთ ყოფნა ჩრდილოეთში. მზად ვართ მეტი გავაკეთოთ”,_ განაცხადა სტოლტენბერგმა.