თურქული აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი Anatolian Archaeology-ის გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა, გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს თაღოვანი საფლავი – სავარაუდოდ, ეს არის დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის, აშოტ I-ის (აშოტ დიდი, კურაპალატი) სამარხი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ფორმირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.
Anatolian Archaeology-ის ცნობით, ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირველ არქეოლოგიურ დადასტურებას იმ ისტორიული ცნობებისა, რომლის თანახმადაც აშოტ კურაპალატი არტანუჯში (დღევანდელ არდანუჩში) დაკრძალეს.
გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, შუა საუკუნეების ქართული წყაროები მიუთითებენ, რომ მეფე აშოტი სწორედ ამ ეკლესიაშია დაკრძალული.
„სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ამ აღწერილობებს. მეცნიერული თვალსაზრისით, ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის საფლავის მდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელით,“ – ამბობს ოსმან აითექინი Anatolian Archaeology-ისთან საუბარში.































































