მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ნეპალის დედაქალაქში, კატმანდუში მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადების თანახმად, Saurya Airlines-ის ავიაკატასტროფას 1 ადამიანი გადაურჩა.
პოლიციის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი გადამზიდი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.