აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 34 მილის დაშორებით იპოვეს.
მაშველებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვეს და აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ, დარჩენილი შვიდი ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Bering Air-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, ალასკაზე რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.