euronews- ის ინფორმაციით, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ TIkTok-ზე ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტენდენცია გავრცელდა.
საუბარი ვიდეოებზეა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს არ გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები, რადგან ასე შეიძლება აკნეს მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
დიდ ბრიტანეთში, დედოფალ ვიქტორიას საავადმყოფოს ექიმებმა სასწრაფოდ დაგმეს ვირუსული ტენდენცია და განმარტეს, რომ ამან შეიძლება გაზარდოს კანის კიბოს განვითარების შანსები.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჯანმრთელობის სარგებელი, რომელიც დაკავშირებულია მზის საკმარისი შუქის მიღებასთან, მზისგან დამცავი საშუალებები მაინც უნდა იქნას გამოყენებული კანის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.