„დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია!“_ ასე აფასებს თბილისის ყოფილი მერის და “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას, დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
მის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად.
“სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!
1. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც არასოდეს არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე ხელი მოკიდეს და ჩაყარეს ციხეებში.
2. თქვენთვის ცნობილი პოლიტპატიმრების უდიდეს უმრავლესობას რაღც კანონი აუცილებლად ქონდა დარღვეული მაშინ როდესაც იჭერდნენ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მაინც.
3. პოლიტპატიმარი ხარ თუ არა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება. ის იზომება იმით:
ვინ გასაგმართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა? როდის გასამართლებენ? რა გარემოებებში ხდება გასამართლება? პირის კავშირი პოლიტიკასთან.
რასაც ეხლა ვწერ სულ რაღაც 8 წლის წინ არც იმათ ესმოდათ დღეს რომ სამართლიანად აღშფოთებულ გაგიჟებული აქიან უგულავას დაპატიმრებით, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ხალხი რომელსაც მაშინაც ესმოდა და ეხლაც ესმით ემოციების და საკუთარი პოლიტგემოვნების მიღმა.
სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი ან ყოლია როდესაც ისიც მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი რაზეც დღეს ედავებიან. მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედვად დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა ფასი იქნება მაღალი რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში“,_ წერს თინათინ ხიდაშელი.