საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ისევ საავადმყოფოშია.
ცნობისთვის, მან ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაამარცხა.
“ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში. დიდი ხნის შემდეგ პირველად საინფორმაციოების ყურება გადავწყვიტე და ვფიქრობ გაოგნებული – როგორ ვცხოვრობდით გადახვევის ფუნქციის, ან უცხოური არხების გარეშე?
ვიცი გაინტერესებდათ.
P.S. საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება ვინაიდან მდგომარეობა სახლში ყოფნის დროს გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ორივე ჯერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი“ – წერს თინათინ ხიდაშელი ფეისბუქზე.