რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე აივნის თოკებზე გაფენილი სარეცხი მოიპარეს.
როგორ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” ამ ქუჩაზე ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, სარეცხის მოპარვის შემთხვევა არაერთხელ ყოფილა.
“ეხლა ხუთი რომ გაფინო ორს გიტოვებენ. ტიტველი დამრჩა ბავშვი”,- აცხადებს ადგილობრივი, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავის დახურულ ჯგუფშიც დაწერა.
პოსტს არაერთი რუსთაველი გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ სარეცხს ძირითადად პირველ სართულზე იპარავენ ხოლმე.
წყარო: inforustavi