საქართველოს პრეზიდენტი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.
“ქართულ მედიას ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს!
წლების განმავლობაში თქვენი პროფესიონალიზმით, შეუპოვრობით, ენთუზიაზმით თქვენ შედექით რეალურ მეოთხე ხელისუფლებად.
თქვენ შეძელით, რომ ერთდროულად შეგექმნათ საინფორმაციო ველი და საზოგადოებრივი განწყობა; თქვენ შეძელით ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი.
რეალურად, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს თქვენი ყოველდღიური მუშაობა განაპირობებს.
მინდა, მადლობა გითხრათ ამისათვის და გისურვოთ მომავალი წარმატებები!”, _ აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.