“ქართულ მედიას ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს!
წლების განმავლობაში თქვენი პროფესიონალიზმით, შეუპოვრობით, ენთუზიაზმით თქვენ შედექით რეალურ მეოთხე ხელისუფლებად.
თქვენ შეძელით, რომ ერთდროულად შეგექმნათ საინფორმაციო ველი და საზოგადოებრივი განწყობა; თქვენ შეძელით ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი.
რეალურად, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს თქვენი ყოველდღიური მუშაობა განაპირობებს.
მინდა, მადლობა გითხრათ ამისათვის და გისურვოთ მომავალი წარმატებები!”, _ აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.