ბათუმში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „მოქალაქეების“ წევრი, პოეტი გენრი დოლიძე.
„ბათუმში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები პორტის ტერიტორიაზე წარადგინეს.
მართალი ხართ, თქვენი გემი მალე გავა ამ პორტიდან და დროზე გაასწარით, ჯობია!
ოქსიმორონია ხალხს თავისი კანდიდატი გააცნო ადგილზე სადაც საშვის გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდება. ლოგიკურია, 8 წლიანი უნიათო მმართველობის შემდეგ ხელისუფლებას ეშინია ხალხთან შეხვედრის, ამიტომ მთავარ ღონისძიებას იზოლირებულ გარემოში მართავს და დეპუტატებს მოსახლეობის ნაცვლად მხოლოდ სპეციალური მოწვევით შეშვებულ მთავრობასთან დაახლოებულ “სელებრითებს” წარუდგენს.
არადა ბიუჯეტის ფულით მსოფლიო შემოიარეს, ამდენი აქვთ ნანახი და მათი ფანტაზია ასლან აბაშიძის სტილს და ხელწერას მაინც ვერ გაცდა.
წინა რეჟიმს ძალადობრივად მოიხსენიებენ (სამართლიანად) და მიშასდროინდელი ზონდერებითა და პოლიცმეისტერებით კი გაავსეს სიაცა და აღმასრულებელი ხელისუფლებაც“,_ წერს გენრი დოლიძე.