იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჰაცუ ბაშოზე მე-3 დღის შეხვედრები გაიმართა.
რანგი უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ სამწუხაროდ მესამე მარცხი იწვნია. ტოჩინოშინი ამჯერად იაპონელ კომუსუბი მიოგირიუსთან დამარცხდა.
ქართველი რიკიშს ბარძაყის კუნთის სერიოზული ტრავმა აწუხებს და ბაშოზე ბრძოლებს სრულფასოვნად ვერ ატარებს. ამ პრობლმების გათვალისწინებით გამორიცხრული არ არის ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო ვადაზე ადრე დატოვოს და ტრავმის მკურნალობას სერიოზული დრო დაუთმოს, რათა მომავალ ბაშოს მომზადებული შეხვდეს.
ხვალ, ლევან გორგაძის მეტოქე მონღოლი სეკივაკე ტამავაში იქნება.
ლეგენდარულმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ დღეს, ჰაცუ ბაშო მესამე შეხვედრა მოიგო. მან თანამემამულე დასავლეთის პირველი მაეგაშირა იჩინოჯოს დრამატულ ორთაბრძოლაში მოუგო.
ბაშოს მესამე დღე ორი იოკოძუნასთვის წარუმატებელი გამოდგა. იაპონელმა იოკოძუნა კისენოსატო ტოჩინოშინის თანაგუნდელ ტოჩიოძანთან დამარცხდა. მონღოლმა იოკოძუნა კაკურიომ კი ბრძოლა იაპონელ მე-2 მაეგაშირა ნიშინიგისთან დასთმო.
ხვალ ჰაკუჰო ბაშოზე მეოთხე გამარჯვების მოპოვებას ჯერჯერობით დაუმარცხებელ დასავლეთის მეორე მაეგაშირა იაპონელ ჰოკუტოფუჯისთან შეეცდება.
ერთმანეთის პირისპირ ასევე დაუმარცხებელი რიკიშები კობოსუბი მიტაკეუმი და ოძეკი ტაკაკეიშო წარდგებიან.
იაპონელ იოკოძუნა კისენოსატოს მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ნიშიკირი იქნება.