თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, თრუსოს ხეობის რა მონაკვეთში, რა ვითარებაში მოხდა საქართველოს მოქალაქეების დაკავება და რას ითხოვს მათ გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმი.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. გატაცებულთა ახლობლები მცხეთის პოლიციაში პოლიციამ გამოკითხა.
წყარო: “რადიო თავისუფლება”