სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალებას ეხმიანება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„წავიდა ჩვენგან გამორჩეული საოპერო მომღერალი და შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი ლამარა ჭყონია. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი კულტურის ისტორიაში; ამიტომ მისი სახელი მუდამ პატივით იქნება მოხსენებული.
აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნი ლამარას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოგმადლოთ მშვიდობა და ქ-ნ ლამარასთვის ლოცვის ძალა.
ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.