ცესკო რომ მართავდა გაყალბებას, ამის დამადასტურებელი ბევრი მტკიცება დაგროვდა. პირველი ის არის , რომ 23 საათის შემდეგ, ოქმების ატვირთვა შეჩერდა, _ ამის შესახებ განაცხადა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ წევრმა, კოტე კემულარიამ.
ამას კი თამარას გარდა ვერავინ იზამდა – ცესკოს კომპიუტერში დაუბალანსებელი ოქმი ვერ აიტვირთება, პროგრამა გამოაგდებს. ე. ი. მოსყიდვა და დაშინება რომ ვერ გამოდგა სათანადო ხმების შესაგროვებლად, ცესკო უპრეცედენტო დანაშაულზე წავიდა-გამორთო გაყალბების საწინააღმდეგო პროგრამა/24 საათზე/ და დაიწყო ოქმების გადაკეთება ოცნების სასარგებლოდ და დაუბალანსებელი ოქმების ატვირთვა. ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება. როგორც კი დაინტერესდება გამოძიება როგორ აიტვირთა დაუბალანსებელი ოქმები,იქვე ნათელი გახდება რა ჩაიდინეს, _ განაცხადა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ წევრმა, კოტე კემულარიამ.