კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენ ხოშტარიამ თსუ-სთან შეკრებილ მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყო და 24 საათი შეკრებილები იქნებიან.
“წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ოცნების დღის წესრიგით სიარულს. ასევე, ჩვენ არ ვაპირებთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე, წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის რუსთაველზე მყოფ ხალხს, აქ ვჩერდებით – თსუ-სთან გავათავეთ ღამეს. 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები; არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ აქ ყველაფერს მოვაწყობთ. ეს არის დაგეგმილი პროცესი. ამას სჭირდება ელემენტარული შემართება, რომელიც თქვენ ყველას გაქვთ ყველაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს ან პარტიას. მთავარი ძალა ხართ თქვენ. ეს არ არის ერთადერთი ადგილი და ეს არ არის ერთადერთი მოქმედება. კიდევ იქნება ნაბიჯები, რომელსაც შეგატყობინებთ. მაგრამ ახლა, აქ განვლაგდებით და 24 საათი არ ვიცვლით ფეხს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და დანარჩენს, ყოველსაათობრივად შეგატყობინებთ”,_ აცხადებს ხოშტარია.