წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია 1 კვირაში 5-დან 10 კილოგრამამდე დაკლება.
საღამოს მოხარშეთ 1 ან 2 ჭ წიწიბურა 3-5 ჭ წყალში (უმარილო და უშაქრო).
გაღვიძებისთანავე უზმოზე აუცილებელია დალიოთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით 3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურას პირველი წილი, კეფირთან ან მაწონთან ერთად.
მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეულის წვენი (გოგრის, სტაფილოს, ტომატის); საუზმეზე – მეორე წილი; ვახშამზე – მესამე წილი.
შუალედებში აუცილებელია სითხის მიღება (უგაზო, უშაქრო, უმარილო) სითხის რაოდენობა 2 ლიტრამდე.
დიეტის ხანგრძლივობა 7 დღეა.
ამ დიეტის გამეორება მხოლოდ 2 თვის შემდეგ არის შესაძლებელი. დიეტის დასრულების შემდეგ, სურვილისამებრ შეგიძლიათ დილაობით ისევ წიწიბურა მიირთვათ. წონის შესანარჩუნებლად შეზღუდეთ ტკბილეული და მარილიანი საკვები.