70 წლამდე ასაკის მამაკაცი, გრიგოლ ჯღარკავა, ზუგდიდში, ჩხოუშიის პირას, წელიწადზე მეტია, “შეფუთულ” ბუჩქებში ცხოვრობს. როგორც ჯღარკავამ “გურია ნიუსს” უთხრა, მას არც ოჯახი ჰყავს და არც ნათესავები. როგორც ის ამბობს, მას არ აქვს პირადობის მოწმობა, არც სხვა რაიმე მაიდენტიფიცირებელი საბუთი, ამიტომ პენსიასაც ვერ იღებს. მისი შემოსავალი მხოლოდ ადამიანების მიერ ნაწყალობები ფული და საკვებია.
დღეს ადგილზე მივიდა ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე.
კონსტანტინე კანკავას განცხადებით, მიდინარეობს პოლიციის მხრდან პიროვნების იდენტიფიცირება, ზუსტი მონაცემების დადგენა და ადგილობრივი ხელისუფლება მას შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ცნობისთვის, დღეს, გრიგოლ ჯღარკავას შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ” დროას” წევრმა, მარიამ სიჭინავამ გაავრცელა.