სამტრედიაში დაკარგული მოზარდი, ზვიად გეგუჩაძე ცოტა ხნის წინ იპოვეს. ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
“იპოვეს, ცოცხალი და უვნებელია. სხვა დეტალები, უცნობია”,-ამბობს ახლობელი.
შეგახსენებთ, მოზარდს ოჯახი და პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.