euronews-ის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად რუმინეთში, გალათში ათასობით სახლი განადგურდა. გარდა ამისა, ექსტრემალური ამინდის შედეგად დაზიანებულია გზები და განადგურებულია ხიდები.
წყალდიდობამ დააზარალა იტალიაც. სტიქიამ მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა ქალაქ რომანიას, სადაც ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. მთავრობამ დახმარების სახით 20 მილიონი ევრო უკვე დაამტკიცა.
წყალდიდობის მოლოდინში არიან უნგრეთშიც, სადაც მდინარე დუნაიმ პიკს მიაღწია.
წყალდიდობის ახალი ტალღისთვის მომზადების მიზნით, ძირითადი ინფრასტრუქტურული პუნქტები, როგორიცაა მეტროს შესასვლელები, გამაგრდა ქვიშის პარკებით.
წყალდიდობამ დააზარალა პოლონეთი და ჩეხეთიც.
ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობას ევროპის ქვეყნებში 24 ადამიანი ემსხვერპლა.