ქ. ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონატრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით სექტემბრის ბოლოს, საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 50 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში.
ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმის განვითარების დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო. ამ იდეის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ადიკო ივანიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა.
წუხელ, ექადიის ტყე-პარკში თოფის ხმა გაისმა. სავარუდოდ, ბრაკონიერებმა გაისროლეს.
იმედია, გარემოს დაცვის სამსახურები გამოეხმაურებიან ამ ამბავს. _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, გაზეთ ალიონის რედაქტორი ნუგზარ ასათიანი.
































































