საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს თბილი და უნალექო ამინდი ნარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურები მოსალოდნელია +22, +24 გრადუსამდე. ხვალ, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება 12 საათამდე, შემდეგ ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, უმეტეს რაიონებში გაწვიმდება. წვიმა შენარჩუნდება 6 აპრილსაც. ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს +13, +16 გრადუსამდე. მაღალ მთიან რაიონებში არაა გამორიცხული რომ 6-7 აპრილის ღამეს თოვლჭყაპი გამოჩნდეს ან თოვლშიც გადავიდეს.
7 აპრილს ტემპერატურა 6 აპრილთან შედარებით მოიმატებს +20, +21 გრადუსამდე, თუმცა საღამოს საათებში ისევ აცივდება, იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, შედარებით გამოიდარებს 9 აპრილიდან”,_ ამბობს დოდო გვაზავა.