დღეს, 13 იანვარს ტემპერატურა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიკლებს, _ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა განაცხადა.
სააგენტოს ცნობით, „დღეისთვის საქართველოში კვლავ შენარჩუნებულია არამდგრადი ამინდი. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს დაბლობში, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ძლიერადაც. მაღალმთიან რაიონებში ველოდებით ქარბუქს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამი სიჩქარით, ზოგან შესაძლოა, 17-22 მ/წამსაც მიაღწიოს“; დასავლეთ საქართველოში დაბლობის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება, მთაში 0.5 სითბო, მაღალ მთაში კი 0.5 გრადუსი ყინვა. შესაძლებელია ზღვაზე 2-3-ბალიანი შტორმიც იყოს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მ/წამამდე. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსს მიაღწევს, მთაში 0.5 გრადუსს, ხოლო მაღალ მთაში 0.5 გრადუსი ყინვა იქნება.
„რაც შეეხება დედაქალაქს, აქ უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში რვა გრადუსამდე აიწევს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია, გაძლიერდეს 17-22 მ/წამამდე“, – აცხადებს ნონა ელისაშვილი.