ფსიქოლოგების განმარტებით თუ ჩანგალზე უარს ამბობთ და საკუთარი ხელით მირთმევა გირჩევნიათ, ეს თქვენს პიროვნებაზე ბევრ საიდუმლოს ავლენს.
ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებზე უფრო მეტად გიყვართ თავგადასავლები – თქვენ ხართ უნიკალური ადამიანი, ეძებთ საინტერესო ცხოვრებას, თავგადასავლებს.
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უბრალოდ კი არ ცხოვრობს, არამედ ცდილობს, რომ ცხოვრებას განსაკუთრებული სურნელი და არომატი შესძინოს – ყოველი წუთი დაუვიწყარი იყოს. როდესაც ხელით მიირთმევთ, საკვებს განსაკურებულ გემოს ატანთ და ცხოვრებაშიც ასე ხართ – გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებას განსაკუთრებული გემო ჰქონდეს.
თქვენ ხართ უფრო მეტად კრეატიული, ვიდრე ისინი, ვისაც ჩანგლით ჭამა ურჩევნიათ – ინოვაციური იდეებითაა თქვენი გონება სავსე. ხშირად არღვევთ წესებს და არასოდეს მიჰყვებით საზოგადოებისგან დადგენილ ნორმებს. გამოირჩევით შემოქმედებითი უნარებით.
იცით, რომ ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია და დიდ ყურადღებას აქცევთ მას – ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, იშვიათად აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები.
სხვებზე ზრუნვა თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. ხშირად სხვა ადამიანების ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებთ – შეგიძლიათ სხვების გამო საკუთარი საქმეები გადადოთ და ყველაფერი გააკეთოთ საყვარელი ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად.
ყოველთვის ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ – პირდაპირი ადამიანი ხართ. არ გჩვევიათ პირფერობა. გირჩევნიათ ადამიანებს ყოველთვის უთხრათ სიმართლე, რამდენადაც მწარე უნდა იყოს ის.