„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების მიერ პრემიების შესაძლო აღების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეები ხალხს უნდა ემსახურონ.
“მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ. ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, მივიღებ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა პრემიერმა.