თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა.
როგორც Anadolu იუწყება, შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგი 20 ივლისს აღმოაჩინეს და ის 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ენერგეტიკა განვითარების აუცილებელი ელემენტია და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის.