თურქეთში დაწერილი ქართველი თინას ცხოვრება მალე ქართულადაც ითარგმნება. ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ექსკლუზიურად მოაწოდა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ნატალი ეგრისელმა.
,,მოკლედ, არ არსებობს კვირა დღე და კვირის სხვა დღეები, რაიმე რომ არ იგეგმებოდეს. ემიგრანტებს არ გვეძლევა მოდუნების საშუალება. ქართული კულტურისა და სულის მოამაგე, შუაგულ კონსტანტინოპოლში, ქართული სათვისტომოს კაფე ,,გალაკტიონში” ჩატარდა ახალგაზრდა მწერალ, ირმაქ ზილელის რომანის ,,son bakis”- ,,უკანასკნელი შემოხედვას”, წარდგინება, რომელიც თურქეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი ქალის, სახელად თინას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
წიგნი, ქართველი მკითხველისთვის, მალე ქართულადაც იქნება ხელმისაწვდომი,”_ გვითხრა ეგრისელმა.
მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 21 თებერვალს, მსოფლიო ,,დედაენის” დღესთან დაკავშირებით სტამბულში კონგრესი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კავკასიელი ყველა ეროვნების კულტურული საზოგადოების წარმომადგენლები.
„სასიხარულოა, რომ ქართველ ემიგრანტებს წილად ხვდათ ბედნიერება, მონაწილეობა მიეღოთ ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში და წარმოეჩინათ საქართველო და ქართული კულტურა. ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, აქტიურად ვართ ჩაბმულები ყველა იმ საქმეში, რასაც მოითხოვს ჩვენი ქართველობა და სადაც იგრძნობა ქართული სული. თურქეთში მყოფმა საამაყო ,,ჩვენებურების” წარმომადგენლებმა ,,მსოფლიო დედაენის” დღისადმი მიძღვნილ კონგრესზე ბავშვობიდან მოყოლებული ქართული ენის სიყვარულზე ისაუბრეს. ემოციური იყო აფხაზეთის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც აფხაზურად ისაუბრა. მართალია, შინაარსი არავის ესმოდა, მაგრამ მისახვედრი იყო, რომ მისი მხარის კულტურაზე და სამშობლოზე ჰქონდა გამახვილებული ყურადღება.
ღონისძიების დამთავრების შემდეგ წარმოდგენილი ყველა ეროვნების ეროვნული, ტრადიციული სამზარეულო. შესრულდა ეროვნული სიმღერები, წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის ,,ქარი ჰქრის”. საღამო ლამაზი და ემოციური გამოვიდა, დასასრულს სიმბოლური საჩუქრები დარიგდა”,_ გვიამბო ეგრისელმა.