თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსი ქვეყანაში 18 ადამიანს აქვს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 2 პირველ შემთხვევასთანაა კავშირში, კორონავირუსის მქონე 7 მოქალაქე ევროპიდან, ხოლო 3 ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა ჩასული.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის პრევენციის მიზნით დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები, შეწყვეტილია ავიარეისები, სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ტარდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით ბარებს და ღამის კლუბებსაც დახურავენ.