https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თურქეთში რომ გადადიხარ, შეგიძლია თუ არა, აუცილებლად უნდა იმუშავო“ _ სკოლის მოსწავლე

12:05; 14.05.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში მცხოვრები არასრუწლოვანი გიორგი (სახელი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია) საჯარო სკოლაში აღარ დადის. ის სეზონურად სამუშაოდ თურქეთში გადადის და ოჯახს ფინანსურად ეხმარება. გიორგი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ სწავლის სურვილი ახლაც აქვს, მაგრამ სწავლა მუშაობას ვერ შეუთავსა.

“სეზონურად თურქეთში დავდივარ სამუშაოდ. სხვა გამოსავალი არ მაქვს. ჩემი წასვლით და მუშაობით ვარჩენ ოჯახს. ოჯახში ოთხნი ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინ დედაჩემს ოპერაცია გაუკეთდა, რაც 15 ათასი ლარი დაჯდა (გიორგის დედას ოპერაციის გაკეთებაში სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობა დაეხმარა, ავტ.). ძალიან ცუდად არის. წამლების ფული ხომ უნდა და ამიტომ გადავწყვიტე წასვლა, მამაჩემსაც არ შეუძლია.

ოჯახში მძიმე სოციალური პირობების გამო, მეცხრე კლასიდან გამოვედი. სწავლა კი მინდა, მაგრამ მუშაობა და სწავლა ვერ შევუთავსე ერთმანეთს.

ძალიან მძიმე სამუშაო გრაფიკია. თურქეთში რომ გადადიხარ, შეგიძლია თუ არა აუცილებლად უნდა იმუშაო. ერთხელ ვიყავი უკვე გადასული და ჩამოვედი. შეუძლოდ გავხდი და ახლა ვმკურნალობ. ცოტა ხანში ისევ უნდა წავიდე“, _  გვითხრა გიორგიმ.

“გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით დაბა ნასაკირალის სკოლის დირექტორს, ზაზა ცეცხლაძეს დაუკავშირდა.

 სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში რამდენიმე დღეა არ გამოცხადებულა 2 მეთორმეტე კლასელი, კლასის ხელმძღვანელი იყო მათთან ოჯახში, თუმცა ოჯახის წევრები არ ადასტურებენ, რომ მოსწავლეები სამუშაოდ თურქეთში არიან წასული.

_ ბატონო ზაზა, თქვენი სკოლის მოსწავლეები რომ თურქეთში დადიან სამუშაოდ ამის შესახებ ინფორმირებული ხართ…

_  კი, შემდეგ აღიარებენ. საუბრობენ მეგობრებთან. ჩვენთან ამის შესახებ არაფერს ამბობენ. შეშინებულები არიან, რომ ინფორმაცია სოციალურ სამსახურამდე არ მივიდეს.

_ როგორც სკოლის დირექტორი, რას აკეთებთ იმ დროს, როცა სწავლის პროცესში მოსწავლეები სკოლაში არ ცხადდებიან?

_ მშობელთან გვაქვს კომუნიკაცია. ვისზეც გვაქვს ეჭვი, რომ სამუშაოდ დადიან,  უკვე ისინი 18 წლის არიან. ჩვენ ვერ ვადასტურებთ ამ ბავშვების გადასვლას მეზობელ ქვეყანაში.

_ ბავშვები სოციალურ ფონს ასახელებენ, რის გამოც იძულებულნი არიან სამუშაოდ წავიდნენ…

_ არის ისეთი ოჯახები, რომლებშიც მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ არიან ისეთი ოჯახებიც, რომ არ უჭირთ, მაგრამ თვითონ ბავშვი ცდილობს თავისი შრომით მოიპოვოს თანხები და შემდეგ მანქანას ყიდულობს, საუკეთესო ტექნიკას, ტანსაცმელს…

_  როგორც გვითხრეს, რამდენიმე ბავშვი იმის გამო გავიდა მეცხრე კლასიდან, რომ ისინი შრომას და სწავლას ერთდროულად ვერ ახერხებდნენ.

_ არ ვიცი, მაგის გამო ვინმე გასულიყო სკოლიდან, ნასაკირალში ასეთი ფონი ნამდვილად არ არის, _ გვითხრა ზაზა ცეცხლაძემ.

დაბა ნასაკირალის დეპუტატი ბესო ქათამაძე ამბობს, რომ ყველაფერზე ქვეყანაში შექმნილი დაბალი ეკონომიკური ფონი მოქმედებს.

„პირველ რიგში, ქვეყანაში სოციალური ფონი  არის მძიმე და აქედან გამომდინარე, ხდება ბავშვების გადინება თურქეთში სამუშაოდ. ეს არ არის მხოლოდ ნასაკირალის პრობლემა _ მსგავსი სიტუციაა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა, ეს იყო წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ დღეს უფრო დაამძიმა ეს ყველაფერი სოციალურმა ფონმა, უფრო მეტი ახალგაზრდა და სკოლის მოსწავლე გადის მძიმე სამუშაოდ. გადიან ახალგაზრდები, რომ სწავლის საფასური გადაიხადონ. ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, პროგრამა არ არსებობს არანაირი, რომ ამ ბავშვებთან მიმართებაში რაიმე ნაბიჯები გადადგას. ნახონ ის ბავშვები, რომელიც სამუშაოდ დადიან, რა მდგომარეობაში არიან. ხერხემლის პრობლემები აწუხებთ.  თანხა, რომელსაც გამოიმუშავებენ, ნახევარი მკურნალობის დროს ეხარჯებათ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი მარი ჩხიკვიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს:

“მიგრაცია სამწუხარო რეალობაა. სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს გადინება და  მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში დასაქმდნენ. მოგეხსენებათ, ხორციელდება სხვადასხვა პროექტები. მათ შორისაა „აწარმოე საქართველოში“, სტარტაფების დაფინანსება. საგადასახო კოდექსშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. სწორედ ამ მიმართულების განვითარება, ასეთი ქმედითი ამოცანების გახორციელება შეუწყობს ხელს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლა ყველაფერს აკეთებს, რომ სოციალურ სამსახურს დროულად მიაწოდონ ინფორმაცია თუ სკოლის მოსწავლე სასწავლო პროცესის დროს ქვეყნის გარეთ გადადის:

_ როცა მოსწავლე, არასრუწლოვანი საზღვარს ლახავს, უპირველესად მას ჭირდება მშობლის ნებართვა და ეს ბავშვები გადადიან მშობლის ნებართვით. რაც შეეხება სკოლის ჩართულობას, გეტყვით: მოსწავლე, როდესაც გადადის თურქეთში სამუშაოდ, არც ის და არც მისი მშობელი არ აკეთებს ამაზე  განაცხადს, რა მიზეზით არ დადის ბავშვი სკოლაში. როდესაც ბავშვი არ გამოჩნდება სკოლაში, დამრიგებელი მიდის მასთან სახლში და ცდილობს, დააზუსტოს რა ხდება.  მშობელი, უმეტესად, მალავს მიზეზს, არ ამბობს სიმართლეს. თუ სკოლა დაადასტურებს, რომ მოსწავლის გაცდენის მიზეზი იყოს მისი საზღვრის გადაკვეთა  და მითუმეტეს, მისი სამუშაოდ გაყვანა, ამ შემთხევაში სკოლა ატყობინებს სოციალურ სამსახურს. მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში მშობელმა განაცხადა, ბავშვები სკოლაში არ დადიან, რადგან ისინი გადაყვანილი ჰყავთ თურქეთში და  მიაწოდა ინფორმაცია შესაბამის უწყებას, _ თქვა ლელა იმედაშვილმა.

ამ ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორიც.

“ჩვენს სოფელში ასეთი შემთხვევები იშვიათია. იყო ახლახან შემთხვევა, როდესაც მშობლებმა ვერსად დატოვეს შვილი და თან გადაიყვანეს თურქეთში. თავად მშობელმა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს. ერთმა ოჯახიდან, როგორც ვიცით, მშობლები გადავიდნენ თურქეთში და ბავშვი ახლო ნათესავთან დატოვეს“.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია “გურია ნიუსთან“ ამბობს,  რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტს  ამ მიმართულებით უკვე  დაწყებული აქვს მიზანმიმართული მუშაობა.

“სწორედ მაშინ, როცა აქტიურდება საზღვრისპირა ქვეყნებში არასრულწლოვნების, კანონით აკრძალული, ეგრეთ წოდებული, „მავნე შრომა“, საგანმანათლებლო უწყებებში პროაქტიულად ჩატარდა შეხვედრები გურიასა და აჭარის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ  საინფორმაციო კამპანიას დადებითი შედეგი ექნება. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთის მთავრობასთან, რომ აქტიური თანამშრომლობით შევძლოთ პრობლემის მოგვარება და აღმოფხვრა. თავად თურქეთის მთავრობას გააჩნია მკაცრი რეგულაციები ამ კუთხით და იმედს გამოვთქვამთმ რომ ჩვენს მიმართვას მათი მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოჰყვება“, _ გვითხრა ელზა ჯგერენაიამ.

აჭარისა და გურიის რეგიონებიდან თურქეთში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკის შესწავლა _ ამ საკითხზე კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ 2015 წელს ჩაატარა და სამომავლოდ კიდევ აპირებენ ახალი კვლევის ჩატარებას.

კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში). პირველი ვიზიტისას ისინი საზღვარს, როგორც წესი, მშობელთან, ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად კვეთენ, თუმცა, მომდევნო ვიზიტებისას მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს და პირველ ვიზიტთან შედარებით, მესამე ვიზიტისას მშობლის თანხლება 20%-ით, მეხუთე ვიზიტისას კი – 40%-ით მცირდება. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნებს შემთხვევათა 15% არ აქვთ მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (საზღვრის გადაკვეთის შესახებ), რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის.

არასრულწლოვნების დროებითი შრომითი მიგრაციის ძირითადი ადგილი თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქებია – ორდუ და რიზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან მეტ–ნაკლებად ახლოსაა. ისინი ამ ქალაქებში, როგორც წესი, მიკროავტობუსით ან ავტობუსით მიემგზავრებიან. არასრულწლოვნების სამუშაო ვადა უფრო ხშირად 3-4 კვირაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეული ვიზიტის შემდეგ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამუშაოდ უფრო მეტი დროის განმავლობაში.

მიგრაციის ძირითადი პერიოდი ზაფხულია, კერძოდ, აგვისტო, რომელზეც თურქეთში გამგზავრების საშუალოდ ნახევარზე მეტი შემთხვევა (53%) მოდის.

თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს. სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული.

 როგორც უკვე აღინიშნა, არასრულწლოვნების უმრავლესობა თურქეთში ზაფხულში, სეზონურ სამუშაოზე მიდის, მაგრამ მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ პირველიდან მეხუთემდე თითოეული ვიზიტის შემდეგ შრომითი მიგრაცია სულ უფრო ხშირად ხდება სკოლის გაცდენის ხარჯზე. ეს ტენდენცია იკვეთება თითოეულ ვიზიტზე და თუ პირველსა და ბოლო ვიზიტებს შევადარებთ, სასკოლო არდადეგების ხარჯზე თურქეთში გამგზავრების პროცენტული წილი 24.5%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, რესპონდენტებმა არ იცოდნენ, რა რეაქცია ჰქონდათ სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს, ისევე როგორც ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს მათ მიერ სკოლის გაცდენაზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ არასრულწლოვნებსა და ამ ინსტიტუტებს შორის საკითხზე კომუნიკაცია სუსტია.

 ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევა ევალებათ, არ ხარჯავენ ამისათვის საკმარის რესურსს – არ ხდება სოციალური აგენტების ან სოფლის რწმუნებულების  მხრიდან თურქეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდის საქმიანობით დაინტერესება, არ ხდება საზღვარზე მათი მიმოსვლის ვადების სათანადო კონტროლი და სკოლის წარმომადგენლები არ რეაგირებენ ასეთ დროს გაცდენებზე.

თურქეთში სამუშაოდ წასვლის გამოცდილების მქონე არასრულწლოვნების ოჯახების 78% 4-6 წევრისგან შედგება. მათი ყოველთვიური შემოსავალი 300-იდან 500 ლარამდეა. ამ ოჯახების 37.6%-ს შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია. შემოსავლის ძირითადი წყარო ხელფასები და პენსიაა. 8.8%-ის შემთხვევაში კი, ოჯახს სწორედ ის არასრულწლოვნები ინახავენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ პერიოდულად მიემგზავრებიან.

 რაც შეეხება საკუთარი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის სუბიექტურ შეფასებას,  არასრულწლოვნების თითქმის 26% საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს ცუდად, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავალი მათ მხოლოდ კვებაზე ყოფნით. 60%-თვის შემოსავალი საშუალოა – შემოსავალი კვებასა და ჩაცმას უზრუნველყოფს, მაგრამ ძვირადღირებული საქონლის შესაძენად ფულის დაგროვებას ვერ ახერხებენ. 4%-თვის ოჯახის შემოსავალი საშუალოზე მაღალია, თითქმის 10%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს.

 რესპონდენტთა 78%-ს ოჯახში ჰყავს მოსწავლე (37%-ს ერთზე მეტი),  77%-ის ოჯახში არის დიასახლისი, ხოლო ყოველი მეორე გამოკითხულის ოჯახის წევრებიდან ერთი მაინც უმუშევარია (30% შემთხვევაში 1, ხოლო 20% შემთხვევაში – 2 და მეტი).

 “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“  სოციალური კომპონენტის მენეჯერი სალომე ჭიჭინაძე ამბობს, რომ 2015 წლის შემდეგ არ ჩატარებულა კვლევა მოცემული პრაქტიკის მასშტაბის გაზრდის ან შემცირების განსაზღვრის მიზნით. თუმცა, ორგანიზაციის  მიერ გურიის რეგიონში წარმოებული საქმიანობების ფარგლებში წარმოებული სამუშაო შეხვედრების, ტრენინგებისა, თუ დისკუსიებში იკვეთება, რომ არასრუწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკა კვლავ აქტუალურია გურიის რეგიონისთვის.

ჩვენს კითხვაზე _  ვინ უნდა იყოს საქმეში ჩართული, რომ არასრულწლოვანები არ გადადიოდნენ მეზობელ ქვეყანაში არალეგალურად სამუშაო? – სალომე ჭიჭინაძე პასუხობს:

“უმთავრესი როლი და ფუნქცია, თავისთავად  ბიოლოგიურ მშობლებს, ოჯახს  აკისრია, რომელიც კვლევის დგინდება, რომ არ ზღუდავს და არ უქმნის წინააღმდეგობას შვილებს ჩაერთონ მძიმე შრომითი პირობებში თურქეთის რესპუბლიკაში. ხოლო თუ მშობელი/ოჯახი თავად წაახალისებს მოცემული პრაქტიკისთვის არასრულწლოვნებს, მაშინ უნდა ჩაერთონ სახელმწიფო ინსტიტუტები: გამგებლის წარმომადგენელი ადგილზე – სოფლის რწმუნებულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, თუ არასრულწლოვნებს არ აქვთ სათანადო დოკუმენტები საზღვრის კვეთისას, ასევე საზოგადოებრივ ინსტიტუტებს: პატარა თემი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ადგილზე მცხოვრები  ოჯახების რეალობა და მდგომარეობა.

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მოცემულ პრობლემა, აღიაროს და დაიწყოს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით, კერძოდ, გააძლიეროს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებათა ქსელი რეგიონში და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. ასევე, გაძლიერდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა როლი და ფუნქცია მოზარდთა აკადემიური განათლების მიმართ მოტივაციის გაზრდაში. ასევე ადგილზე შეიქმნას მოზარდთა არაფორმალური განათლების, თუნდაც პროფესიული ინტერესების განვითარების კერები.

“გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა კვლევის შედეგებით დაინტერესდა თუ არა შესაბამისი უწყებები.

“კვლევა დაეგზავნა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, ასევე სფეროში ჩართულ დაინტერესებულ ორგანიზაციებს. სახელმწიფო სტრუქტურებს ვთავაზობდით სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებდა სამართლებრივ რეგულაციების შექმნაზე, ასევე არსებული მექანიზმების დახვეწაზე. თუმცა ამ დრომდე, სახელმწიფო სტრუქტურებისგან  გამოხმაურება ორგანიზაციას არ მიუღია. კვლევის განხორციელებამ შედეგად მოგვიტანა, რომ მოხდა მოცემული პრობლემის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყე მოსწავლეთა დასწრების ზუსტი აღრიცხვა, თუმცა, მსგავს პრაქტიკაზე ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში რეაგირების მიმართულებით მდგომარეობა უცვლელია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოხვდა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების ალტერნატიულ ანგარიშში, რაც წარედგინა ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტს.“

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

09:28; 23 სექტემბერი, 2026

შსს ძალადობრივი შოუების დადგმით ცდილობს, დაფაროს თავისი უმოქმედობა _ ჭიაბერაშვილი

არჩილ თალაკვაძე: “აქცია ჩატარდა უსაფრთხოდ, მოლაპარაკებები დაიწყო და გრძელდება“

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო