თურქი სამართალდამცველები წამებისა და მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საქართველოს მოქალაქეები თავს დაესხა მარაზიის მეპატრონესა და მის ცოლს. მედიისვე ინფორმაციით, თავდამსხმელები მათთან იყო დასაქმებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა თურქ ცოლ-ქმარს ხელ-ფეხი შეუკრეს და თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოაცვეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მაღაზიის მეპატრონე გარდაცვლილი დახვდათ, მისი მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორეს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.





































































