ოზურგეთში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია “თვითმმართველობის განვითარების სამოქალაქო ცენტრი” შეიქმნა, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნინო გოგუაძეა. წევრები კი ყოფილი დეპუტატი ირინა საჯაია და ენრი მამინაშვილი არიან. მამინაშვიილი, არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,ფენიქსის,, დამფუძნებელია. იგი წლებია არასამთავრობო სექტორში მუშაობს.
როგორც ნინო გოგუაძე ამბობს ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები, თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება ,რეკომენდაცია და ანალიზი; გენდერული საკითხები-ქალთა როლის გაძლიერება პოლიტიკაში; რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობა და უფლებების დაცვა.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ორგანიზაციას მერიის ყოფილი იურისტი გიორგი ხუროშვილიც შეუერთდება, თუმცა გოგუაძე ამას არ ადასტურებს.