ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში ჭის გაწმენდის სამუშაოებზე მამაკაცი დაიღუპა. სახლის მეპატრონის, ბესიკ ერემაძის ინფორმაციით, ჭაში მყოფ მუშას ვედრო დაეცა თავში.
“სავარაუდოდ, სახელური მოტყდა და ქვა-ღორღით სავსე ვედრო დაეცა, დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა,”-უთხრა “კურიერს” ერემაძემ.
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს, ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
წყარო:რუსთავი2