უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოღებულია 2000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე. ბადეები ამოღებულია: მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბაზალეთის ტბიდან, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეებიდან – ჭოროხიდან და ნატანებიდან, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეებიდან – ყუმურიდან, ჯრუჭულადან და ნატანებიდან, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ თბილისის ზღვიდან.
პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ასევე ამოღებულია 9 ერთეული თევზმახე – „გოდორი“.
შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან, ერთი ერთეული თევზმახე, ე.წ. „ოჩხი” ამოიღეს, რომელშიც რამდენიმე კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული, რომელიც მდინარეში დააბრუნეს.